Real Madrid vs Villarreal- preview

თამაშის თარიღი: 21/02/2010

თამაშის დრო: 00:00 (თბილისის დროით)

სტადიონი: Estadio Santiago Bernabéu

სტადიონის კოორდინატები: 40°27′10″N 3°41′17″W

სტადიონის გახსნის თარიღი: 1947 წლის 14 დეკემბერი

სტადიონის ღირებულება: 288.000.000 €

მოწინააღმდეგე კლუბსი სრული სახელი: Villarreal Club de Futbol, S.A.D.

ქალაქი: ვილიარეალი (ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება)

დაარსების წელი: 1923

კლუბის პრეზიდენტი: ფერნანდო როიგი

მთავარი მწვრთნელი: ხუან კარლოს გარიდო

ზედმეტსახელი: Submarino Amarillo (ყვითელი სუბმარინები (წყალქვეშა ნავი))


ცხოვრება გრძელდება (ნუ გგონიათ, რომელიმე ქართულ ტელესივრცეში ეზომ ფეხმოკიდებულ და მყარად გავრცელებული სერიალის მიმოხილვას ვაპირებდე). მიუხედავად იმისა, რომ „მადრიდის რეალმა“ ლიონში „ჟერნალზე“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური გათამაშების პირველი შეხვედრა წააგო, ლა ლიგაში თამაშები არავის გადაუდია. ამიტომაც ამ ჩემპიონატში ყოველი ქულა კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანია. მანუელ პელეგრინი უკვე მეორედ დაუპირისპირდება საკუთარ ყოფილ კლუბს, მაგრამ ამჯერად „სანტიაგო ბერნაბეუზე“. უკვე მეექვსედ დიეგო ლოპესი ითამაშებს ერთ დროს მშობლიური კლუბის წინააღმდეგ. სწორედ ესაა მატჩის მთავარი ინტრიგა.


Real Madrid  vs  Villarreal- preview


„ვილიარეალი“ ცოტა უჩვეულოდ გამოიყურება სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ კლუბმა მიგვაჩვია ესპანური ფეხბურთის ერთ–ერთი ლიდერის როლში ყოფნას. რაც შეეხება პელეგრინისეულ ხუთწლიან ეპოქას, მას ყვითელი სუბმარინის გულშემატკივრები უკვე ნოსტალგიით იხსენებენ. ასეც უნდა იყოს, ვინაიდან წლევანდელი სეზონი კლუბმა, რბილად რომ, ვთქვათ ჩააგდო.


Real Madrid  vs  Villarreal- preview


კლუბს 8 მოგება, 5 ფრე და 9 წაგება დაუგროვდა 22 ტურის განმავლობაში. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს „ოსასუნას, რომელიც ბოლო სამი წლის მანძილზე თავის გადასარჩენად იბრძვის. „ვილიარეალი“ ამ სეზონში უჩვეულოდ ბევრს უშვებს, კერძოდ 31 გაშვებული ბურთი. ეს მიუხედავად იმისა, რომ კლუბის დაცვის ხაზი ესპანეთში არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთ–ერთ უძლიერესად ითვლებოდა. ერთი სიტყვით წლევანდელი „ვილიარეალი“ საცოდავი სანახავია.


Real Madrid  vs  Villarreal- preview


„მადრიდის რეალი“ უკვე მეოთხეჯერ დაუპირისპირდება კლუბს, რომელმაც სეზონის განმავლობაში მწვრთნელი შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ტენდენციაც შეიმჩნევა იმისა, რომ ასეთ შეხვედრებში „ბლანკოსები“ აუცილებლად იმარჯვებენ. რა შეიცვალა კლუბში ბოლო შეხვედრის შემდეგ? ცვლილებები თავზე საყრელადაა. ახცალი მწვრთნელი, ახალი სახეები შემადგენლობაში, ასევე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ვილიარეალი“ რამდენიმე საკუთარ ფეხბურთელს შეელია.


Real Madrid  vs  Villarreal- preview


სეზონის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, ადვილად მივხვდებით, რომ „წყალქვეშა ნავს“ თავს შტორმი დაატყდა. იყო დრო, როცა ისე ჩანდა, თითქოსდა ვალვერდე გაუმკლავდებოდა არსებულ სიტუაციას და „ვილიარეალი“ კვლავ დაუბრუნდებოდა სატურნირო ცხრილის პირველ ხუთეულს მაინც. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ „ვილიარეალის“ პრეზიდენტს მოთმინება ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ მან არ გაათავისუფლა ბასკი სპეციალისტი „ხერესთან“ წაგებული შეხვედრის და სამეფო თასიდან გამოვარდნის შემდეგ. ამ ტურნირზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მაგრამ „ვილიარეალის“ მთავარი დაბრკოლება აღმოჩნდა „სელტა“, სწორედ ის „სელტა“, რომელიც სეგუნდაში იბრძვის გადასარჩენად.


Real Madrid  vs  Villarreal- preview


როიგამ მოთმინება საბოლოოდ იანვარში დაკარგა, „ოსასუნასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ. ვალვერდე გაანთავისუფლეს, ხოლო ახალ მწვრთნელად დაინიშნა ხუან კარლოს გარიდო, რომელიც კლუბის კანტერწასთან მუშაობდა წარსულში. მისი აღზრდილები– „ვილიარეალი ბ“ ან „მინი სუბმარინები“ კარგად გამოდიოდნენ სეგუნდა დივიზიონში. როგო განვითარდება მისი კარიერა ამას დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი გარიდოს ხელმძღვანელობით „ვილიარეალმა“ სამ შეხვედრაში ერთი გამარჯვება, ერთი ფრე და ერთი მარცხი მოიპოვა. ფრე დაფიქსირდა ევრო ლიგის შეხვედრისას „ელ მადრიგალზე“. მასპინძლებმა დიდი ბრძოლის შემედგ „ვოლფსბურგთან“ 2:2 ანგარიში დააფიქსირეს ტაბლოზე. მიუხედავად იმისა, რომ „ყვითლები“ თავიდან დაწინაურდნენ კიდეც, გრაფიტას დუბლმა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პრესტიჟულობით მეორე ადგილზე მყოფ ევრო ლიგის ტურნირზე მათი თამაში.


იანვარში კლუბმა სამი ფეხბურთელი გაუშვა. მექსიკურ „ატლასში“ გაუშვეს არგენტინელი ფაბრისიო ფუენტესი, „ბეტისში: გადავიდა ახალგაზრდა და ნიჭიერი ფერეირა, ბოლოს კი ბიუროკრატების შეცდომის გამო კლუბმა ნახევარცმველი ეგურენა დაკარგა.


Real Madrid  vs  Villarreal- preview


მისი „სევილიელი“ კოლეგის მანოლო ხიმენესის მსგავსად გარიდომ ხელი მიჰყო პირველი კლუბის კანტერიზაციას. იმას , რასაც არ აკეთებდა ერნესტო ვალვერდე და რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებდნენ გულშემატკივრები. ასე, ახალი მწვრთნელი მეშვეობით სათამაშო დრო მიეცატ ისეთ ფებხურთელებს, როგორებიც არიან მატეო მუსაკო (მცველი) და მარკო რუბენი (თავდამსხმელი, რომელმაც სეგუნდა დივიზიონში 11 გოლი გაიტანა). ორივე მათგანი არგენტინელია იტალიური პასპორტებით. მარკო რუბენმა უკვე გახსნა საკუთარი ანგარიში პირველ კლუბშ თამაშისას, ამ ფეხბურთელს დიდი მონდომებით აკვირდებოდა ინგლისური „უიგანი“ რომელმაც უარი მიიღო.


„მადრიდის რეალის“ მცველი ეზეკიალ გარაი იმედოვნებს, რომ კვირის შუაში განცდილი მარცხის შემდეგ, მისი კლუბი შეძლებს დაბრუნებას „ვილიარეალთან“ გასამრთი შეხვედრისას.


Real Madrid  vs  Villarreal- preview


„ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, „ვილიარეალის“ დამარცხება ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა, რომ მათ წინააღმდეგ სამი ქულა ავიღოთ, გამარჯვება კარგი საჩუქარი იქნება „ჩემპიონთა ლიგაზე“ განცდილი მარცხის შემდეგ“. –განაცხადა გარაიმ.

შეგახსენებთ, რომ „მადრიდის რეალი“ ამ დროისთვის ხუთი ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, რომელმაც გუშინ გამართა შეხვედრა „სანტანდერის რასინგის“ წინააღმდეგ და დაამარცხა კიდეც. ალვარო არბელოამ აღნიშნა, რომ „ვილიარეალის“ დამარცხება არც თუ ისე ადვილი იქნება:


„ „ვილიარეალთან“ გასმართი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა კლუბი, რომელიც პროგრესირებს“

გუტი, იერჟი დუდეკი, კრისტოფერ მეთსელდერი, რაფაელ ვან დერ ვაარტი და როსიტონ დრენტე სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშობდნენ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ზემოთჩამოთვლილი ფებხურთელებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღოს მონაწილეობა დღევანდელ შეხვედრაში.


Real Madrid  vs  Villarreal- preview


სავარაუდო შემადგენლობები თქვენთვის ცნობილია, ამიტომ ამაზე არ გავჩერდები და რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებლებს მოგიყვანთ,


გაშვებული გოლები წუთების მიხედვით


მადრიდის რეალი


Real Madrid  vs  Villarreal- preview


"ვილიარეალი"


Real Madrid  vs  Villarreal- preview


როგორც ვიცით, "მადრიდის რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული 11 შეხვედრიდან 11–ივე მოგებული აქვს, გასვლაზე "ბლანკოსებმა" 11–ჯერ ითამაშეს, აქედან 6–ჯერ იმარჯვეს, 2–ჯერ ფრედ დაასრულეს შეხვედრა, ხოლო 3–ჯერ წააგეს. საერთო ჯამში, 22 ჩატარებული შეხვედრიდან 17 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება დაუგროვდათ. თებერვლის თვეში ჩატარებული ორი შეხვედრიდან "თეთრებმა" ორივე მოიგეს.


რაც შეეხება "ვილიარეალს: მათ "ელ მადრიგალზე" 12–ჯერ ითამაშეს, აქედან 7–ჯერ მოიგეს, 3–ჯერ ფრედ დასჯერდნენ და 2–ჯერ წააგეს. გასვლაზე ნათამაშევი 10 შეხვედრიდან 1 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს, თებერვლის თვეში მათაც ორი შეხვედრა ჩაატარეს, აქედან ერთხელ მოიგეს და ერთხელაც დამარცხდნენ. საერთო ჯამში 22 შეხვედრიდან 8 მოგება , 5 ფრე და 9 წაგება დაუგროვდათ,


კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად გულდასაწყვეტი მოვლენა უკავშირდება "სანტიაგო ბერნაბეუზე" "მადრიდის რეალისა" და "ვილიარეალის" დაპირისპირებას, 2005–2006 წლების სეზონში , სწორედ ამ სტადიონზე, ამავე კლუბების დაპირისპირებისას დაემშვიდობა "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი მაყურებელი ფეხბურთის მაესტროს ზინედინ ზიდანს...

Real Madrid  vs  Villarreal- preview
dle 10.1

  • shvela
  • 21 თებერვალი 2010
  • 2950
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)