ზიდანი:„თუ ლა ლიგას მოვიგებთ, მე ვიტყვი, რომ ეს ყველას დამსახურებაა“

ზინედინ ზიდანმა „მალაგასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ყველაფერი ჩვენს ხელშია, რაც ძალიან მაბედნიერებს. მთავარი ის არის, რომ მხოლოდ 1 ტურა დარჩა, მეტოქესთან სხვაობა კი 3 ქულას შეადგენს. ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვართ.“

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ის, რომ ფრეც საკმარისია არაფერს ნიშნავს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. მადრიდის „რეალს“ სისხლში გამარჯვების მენტალიტეტი აქვს.“

„წინა ტურში „სელტა“ მარტივად დავამარცხეთ, მაგრამ არ ვთვლი, რომ „ლა როსალედაზეც“ იოლი გასეირნება გველის, ვინაიდან მიჩელის გუნდი ბოლო ტურებში მოწოდების სიმაღლეზე იდგას. ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, ამისთვის თავდადებაა საჭირო.“

„ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, ჩემპიონობასთან ახლოს ვართ, მაგრამ რეალურად ვიმსჯელოთ, ჯერ არაფერია ჩვენს ხელში, ამიტომ გადამწყვეტი მატჩი წარმატებით უნდა დავასრულოთ. ესპანეთში შესანიშნავი გუნდები გამოდიან, რომლებიც ჩემპიონობას იმსახურებენ, ხვალ კი ყველაფერს ნათელი მოეფინება.“

„საბოლოო მატჩი კარს მოგვადგა, აქამდე კი 37 პაექრობა გავმართეთ. ლა ლიგის მოგება ურთულესია. რამდენიმე თვის მანძილზე აქტიური ბრძოლა გიწევს, ხანდახან 3 დღეში ერთხელ თამაშის ტემპსაც უნდა გაუძლო. ეს ხანგრძლივი და რთული მარათონია.“

„წინა ტურებში გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ განსაკუთრებულმა მოტივაციამ და მონდომებაც შედეგი მოგვცა და ქულები არ დავკარგეთ, ბოლო შეხვედრები დადებითი შედეგებით დავასრულეთ და მოვედით იქ, სადაც ახლა ვართ.“

„თუ ჩვენ თასს მოვიგებთ განვაცხადებ, რომ „რეალის“ ყველა ფეხბურთელს უდიდესი წვლილი მიუძღვის წარმატებაში, ვინაიდან მთელი სეზონის მანძილზე ყველა ფეხბურთელი ჩართული იყო და მაქსიმალურად ცდილობდა გამარჯვებებში წვლილის შეტანას.“

„როდესაც ცვლილებებს ვაკეთებდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გადაწყვეტილება გაამართლებდა, ვინაიდან სათადარიგოთა სკამზე ყოველთვის პროფესიონალები ისხდნენ.“

„ლა ლიგას განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ვერ ვიტყვი, რომ ამ ჩემპიონატის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის, მაგრამ ბოლო წლებში „ბლანკოსს“ ესპანეთში წარმატება უფრო გაუჭირდა, ვიდრე ევროსარბიელზე.“

„კრიშტიანო რონალდუ შესანიშნავ ფორმაშია, ის ორივე შეხვედრაში დაგვჭირდება. ხვალ პორტუგალიელი „მალაგას“ შეუტევს, კარდიფში კი ტურინის „იუვენტუსთან“ ეცდება „რეალის“ წარმატებაში წვლილის შეტანას.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 მაი 2017
  • 8520
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)