ვარანი:„„რეალი“ არის ყველაზე არაორდინალური კლუბი“

რაფაელ ვარანმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...


„მადრიდის „რეალი“ არის ყველაზე არაორდინალური კლუბი, აქ სხვა ხედვაა, აქ სხვა ტემპია, აქ სხვა მოთხოვნებია. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგის თერთმეტგზის მფლობელია და მე-12 თასის მოგების შანსი აქვს.“

„ის, რაც ჩვენს სტადიონზე ხდება ნამდვილი საოცრებაა. გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის მოგებით უნდა გავახაროთ. ბოლო 3 წელიწადში 2 თასი უბრალოდ საოცრებაა, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგის დაფიქსირების შანსი გვაქვს.“

„ტურინის „იუვენტუსი“ ურთულესი მეტოქეა, მაგრამ „ბლანკოსმა“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეუძლია.“

„ყოველთვის მინდოდა, რომ ფეხბურთი მეთამაშა. მამაჩემის ძალისხმევას ახლაც ვაფასებ, ის ყოველთვის მხარს მიჭერდა.“

„ძალიან მკაფიო მიზანი მქონდა. ფეხბურთელი უნდა გამოვსულიყავი და ამისთვის ყველაფერი ვიღნე. როდესაც „ლანსისგან“ შემოთავაზება მივიღე, ბევრი დაბრკოლების გადალახვა მომიწია. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩემ გეგმებში შედიოდა.“

„ზიდანი ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, მის გადაწყვეტილებებს ყოველთვის პატივს ვცემ. როდესაც ფრანგმა დამირეკა და „რეალში“ გადასვლაზე მესაუბრე, ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, თავი სიზმარში მეგონა, თუმცა გავიდა წლები და მე დღეს „მერენგების“ ღირსების დამცველი ვარ, თანაც საკმაოდ დიდ პრაქტიკას ვფლობ.“

„როდესაც მადრიდში ჩამოვედი და აეროპორტში ამდენი ხალხი დავინახე, საოცარი პოზიტივით ავივსე. შემდეგ გავიცანი ქალაქი, სამზარეულო და ასე შემდეგ. მადრიდი ჩემთვის მისაღები ქალაქია.“

„კარგად მახსოვს ლასანა დიარას და კარიმ ბენზემას დახვედრა. ჩემმა თანამემამულეებმა უდიდესი დახმარება გამიწიეს, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები.“

„პირველი გოლი, რომელიც „მერენგების“ მაისურით გავიტანე, „გალათასარაისთან“ შეხვედრაში დაფიქსირდა, ის მომენტები ჩემთვის განსაკუთრებული იყო და არასდროს დამავიწყდება.“

„საფებხურთო კარიერა ტრავმების გარეშე წარმოუდგენელია, როდესაც პირველად მივიღე მძიმე ტრავმა და თითქმის 6 თვე გამოვტოვე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ეს ხომ სპორტის განუყოფელი ნაწილია?“

„ჩემპიონთა ლიგის მეათე თასის მოგება საოცრება იყო, გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მივანიჭეთ, თანაც „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება დრამატულ შეხვედრაში შევძელით.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 მაი 2017
  • 2992
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 14
2 ბენზემა 12
3 სუარესი 11
4 ლორენი 8

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2020 (331)
დეკემბერი 2019 (318)
ნოემბერი 2019 (406)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)