ზიდანი: "ჯერ არაფერი მოგვიგია"

სამეფო კლუბის დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა, "სელტასთან" მატჩი შეაჯამა.


"ჯერ არაფერი მოგვიგია, კიდევ ერთი დაპირისპირება გვაქვს ჩასატარებელი.მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ აღებული კურსი."სელტასთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ მეტად გაგვახარა.ვფიქრობ, საკმაოდ რთული მატჩი გველოდება "ლა როსალედაზე.""

"გასახდელში თითოეული ფეხბურთელი ბედნიერად გრძნობს თავს.ისინი კარგ განწყობაზე არიან და საბრძოლო სულისკვეთებით ელოდებიან დარჩენილ მატჩებს.ჩვენ არაფრის შეცვლას ვაპირებთ, უბრალოად გავაგრძელებთ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით.რა თქმა უნდა, ადვილი არაფერი იქნება, თუმცა როგორც ყოველთვის, გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე."

"კრიშტიანუ დიდებულია და განვლილ საღამოს კიდევ ერთხელ ცხადყო ეს.მან თავდაუზოგავად იმუშავა დაცვითი ფუნქციების შესრულების დროსაც.მთლიანად გუნდის ფიზიკური კონფიციები ნამდვილად დამაკმაყოფილებელია.ვფიქრობ, ამას ყველა კარგად ხედავს."

"ახლა რაც შეიძლება კარგად უნდა მოვემზადოთ კვირის პაექრობისთვის.რონალდუ იმიტომ გავიყვანე, რომ 4 ყვითელი აქვს და თავი დავიზღვიეთ."

"ვფიქრობ, ბიჭებმა შთამბეჭდავი თამაში ჩაატარეს.შესვენების შემდეგ ბურთზე კონტროლი სრულად მოვიპოვეთ და არა ერთი საგოლე ეპიზოდი შევქმენით."

"ალბათ, ვისაც "რეალი" უყვარს, დიდ სიამოვნებას იღებს ჩვენი თამაშით უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში.რა თქმა უნდა, მძიმე დღეებიც იყო, თუმცა თუ ჩემპიონატის მოგება გინდა, მსგავსი ფაქტებითაც უნდა დატკბე."

"ნაჩოს არ უთამაშია.მისი ყოფნა სათადარიგო სკამზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.მე ძირითადად ის ფეხბურთელები გავიყვანე მოედნიდან, რომელთაც დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებოდათ."

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)