რონალდო: ჩვენ ვიცით, თუ როგორ დავამარცხოთ ლიონი

კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა შესანიშნავად იცის, თუ როგორ დაამარცხოს ფრანგული კლუბი. პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, რეალი ერთ ბურთიან ჰანდიკაპს მატჩის დაწყებისთანავე აღმოფხვრის და შემდეგ ეცდება უპირატესობის მოპოვებას...


"ჩვენ ვიცით თუ როგორ დავამარცხოთ ფრანგული კლუბი, თითოეული ფეხბურთელი ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს , მაგრამ ბერნაბეუზე რეალს ყველაფერი შეუძლია და დამერწმუნეთ 1/4 ფინალში გასვლას მოვახერხებთ. ჩვენ გვყავს უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი და 1/8 ფინალიდან ვერ გასვლა არ გვეკადრება".

"როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში ვასპარეზობდი , ხშირად მქონია მსგავსი ტიპის შემთხვევა და გაცილებით უარესიც. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენი მეტოქე იყო პორტუგალიური პორტო და "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ პორტუგალიაში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა და მომდევნო ეტაპზეც სწორედ ფერგიუსონის გუნდი აღმოჩნდა".

"დარწმუნებული ვარ ბერნაბეუზეც იგივე მოხდება, ფრანგებს მცირე უპირატესობა აქვთ, რომელიც აღმოფხვრადია, მთავარია მონდომება, ხოლო შედეგს ყველა ერთად ვიხილავთ. ჩვენ ძალებში დარწმუნებული ვართ და საკუთარ მოედანს თავაწეულები დავტოვებთ, შემდეგ კი დაველოდებით მომდევნო მეტოქეს, რომელიც ლიონის შემდეგ შეგვხდება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე" - განაცხადა კრიშტიანომ. dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2010
  • 2339
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)