ბენზემა დარწმუნებულია წარმატებაში

პრესტიჟულმა გამოცემა "AS"-მა ინტერვიუ ჩაწერა, კარიმ ბენზემასთან. ფრანგმა ფორვარდმა ისაუბრა სანტიაგო ბერნაბეუზე გასამართ მატჩზე, რომელიც 10 მარტს ჩატარდება. მადრიდის რეალი ფრანგულ ლიონს მიიღებს და ეცდება 1/4 ფინალში გასვლას. კარიმმა ასევე ყურადღება გაამახვილა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის წლევანდელ სეზონზე...


"ბლანკოსში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, თავიდან ძალიან მიჭირდა ენის ბარიერის გადალახვა, მაგრამ გავიდა დრო და მე უკვე ვცდილობ ესპანურად საუბარს. ნელ-ნელა ვხვეწავ ამ ენას, მეტსაც გეტყვით სხვისი ნალაპარაკები სრულად მესმის და ამით გახარებული ვარ".

"სამეფო კლუბს ლიონთან სეზონის საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია. ოლიმპიკი ძლიერი მეტოქეა, მე ვასპარეზობდი ამ გუნდში და მშვენივრად ვიცი თუ რა შეუძლია ამ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბერნაბეუზე მოვახერხებთ უკეთესი თამაშის ჩვენებას და 1/4 ფინალში გასვლას, ასევე ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევთ პრიმერა დივიზიონში, ჩვენ ნამდვილად შეგვწევს ლა ლიგის მოგების ძალა".

"მე ძალიან მსურს "Ballon d'Or" (ოქროს ბურთის) - ის მოგება, ამისათვის კი საჭიროა კარგად თამაში და ძალების დამტკიცება, ყველანაირად ვეცდები ვიპოვო საკუთარი თამაში რეალში და დავეხმარო გუნდს გამარჯვებებში. ასევე ძალიან მსურს გავემგზავრო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე და კარგად წარმოვაჩინო საკუთარი თავი. dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2010
  • 1687
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)