,,რეალის" ჭეშმარიტი მომავალი

მადრიდის ,,რეალის" დაცვის ხაზი ბევრ მცველს დაუკავებია. ,,თეთრების" დაცვაში, რომ ასპარეზობდე, აუცილებელია სამი ფაქტორი: ძალა, გამძლეობა და ტექნიკა. ეს სამი თვისება ცოტას როდი აქვს, მაგრამ სერხიო რამოსში რაღაც განსაკუთრებულია. ის მხოლოდ 23 წლისაა და უკვე მეორასე მატჩს ატარებს ბლანკოსის რიგებში.


პირის, სანჩისის და ფერნანდო იეროს მსგავსად სერხიომაც ადრეულ ასაკში მოირგო პირველად თეთრი ფორმა. პირის დებიუტი შედგა მაშინ, როდესაც ის მხოლოდ 19 წლის იყო. მან ,,რეალი" გოლისგან 16 წელი დაიცვა.

,,მე ვისურვებდი პირის მიღწევების განმეორებას, ის ლეგენდაა" აცხადებს რამოსი. სერხიო ყურადღების გარეშე არც პირის დაუტოვებია და მან განაცხადა: ,,სერხიო რამოსი უდიდეს კარიერას შექმნის".

სანჩისის მსგავსად რამოსმა 150 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში 23 წლის ასაკში. ეს განუმეორებელი შედეგია, რადგან ჩვეულებისამებრ ამას ფეხბურთელები 5 სეზონში აკეთებენ. სანჩისმა კი მადრიდის ,,რეალის" ღირსება 18 წელი დაიცვა და 700-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

იერომ და რამოსმა ,,რეალთან" კონტრაქტს ძალიან ადრეულ ასაკში მოაწერეს ხელი. ყოფილმა კაპიტანმა ეს 21 წლისამ გააკეთა, ხოლო 23 წლის ესპანელი კი მხოლოდ და მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც ჰქონდა დებიუტი. ამ ორ მცველს ხშირად ადარებენ ერთმანეთს. რამოსზე კი იერო ამბობს: ,,ის უნიკალურია. მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს".

როგორც ვიცით, რამოსმა იეროს ყოფილი ნომერი მოირგო, რაც მან ნამდვილად დაიმსახურა: ,,სერხიო უნიჭიერესია. ის გახლავთ შრომისმოყვარე და მონდომებული. სწორედ ამიტომ არის ის მსოფლიოშ ერთ-ერთი საუკეთესო მცველი" განაცხადა ფერნანდომ.


ინფორმაციის წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (246)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)