"რეალი"–"ვილიარეალი".[შეხვედრების ისტორია]

დღეიდან ყოველი ტურის წინ მე შემოგთავაზებთ რეალისა და მისი მეტოქის ბოლო 7–შეხვედრის ისტორიას.


სეზონი 2006/2007

რეალი–ვილიარეალი 0:0

ეს შეხვედრა ფაბიო კაპელოს პირველი მატჩი იყო მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის რანგში პრიმერა დივიზონში.მადრიდელებმა ამ მატჩში ბევრი მომენტები შექმნეს,თუმცა ვერ გამოიყენეს და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ვილიარეალი–რეალი 1:0

იმ დროს როდესაც ეს მატჩი გაიმართა რეალი კრიზისში იყო,კაპელომ ვერა და ვერ ააწყო გუნდის თამაში,თან კონფლიქტი მოუვიდა ბექჰემთან და ფეხბურთელი განაცხადშიც ვერ ხვდებოდა.ამ წაგების შემდეგ რეალმა სახლში წააგო ლევანტესთან 1:0.მადრიდელები დაუყონებლად ითხოვდნენ კაპელოს გაშვებას,თუმცა ხელმძღვანელობამ მოთმინება გამოიჩინა.კაპელოს გუნდმაც თავისი თამაში იპოვა და როგორ დამთავრდა ის სეზონი ყველამ კარგად ვიცით.


სეზონი 2007/2008

ვილიარეალი–რეალი 0:5

ამ შეხვედრაში მადრიდის რეალმა სრულიად მოულოდნელად გაანადგურა მეტოქე,თან აჩვენა შესანიშნავი თამაში,გუნდს ბევრი ახალი ფეხბურთელი ყავდა.თუმცა მაშინ ახალწვეულებიდან ყველაზე მეტად ბრწყინავდა უესლი სნეიდერი.ამ მატჩშიც მან გაიტანა გოლი ჯარიმიდან.საერთოდ ეს სეზონი მადრიდელებმა ბრწყინვალედ დაიწყეს და ბრწყინვალედ დაასრულეს

რეალი–ვილიარეალი 3:2

ეს შეხვედრა ერთ–ერთი საუკეთესო გამოდგა იმ სეზონში.უშეღავათო ბრძოლაში მადრიდის რეალმა მოიპოვა გამარჯვება.ეს მატჩი იყო რობინიოს ბენეფისი,მან გოლიც გაიტანა და შეტევებსაც ძალიან ამწვავებდა,თუმცა გამარჯვების გოლი გაიტანა უესლი სნეიდერმა.ჰოლანდიელმა ის სეზონი ბოლომდე ბრწყინვალედ ჩაატარა.


სეზონი 2008/2009

რეალი–ვილიარეალი 1:0

ეს მატჩი ხუანდე რამოსის მესამე მატჩი იყო მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის რანგში.შეხვედრა საკმაოდ უსახური გამოდგა.რეალმა გაიმარჯვა არიენ რობენის შედევრალური გოლით.

ვილიარეალი–რეალი 3:2

ეს მატჩი რეალისთვის არაფერს ნიშნავდა გუნდს მოტივაცია ჰქონდა დაკარგული,ვილიარეალი კი ბრძოლობდა მე–4 ადგილისთვის ამიტომ მათ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.ეს იყო მართლაც რომ "დაქცეული" რეალი რომელსაც შუა სეზონის შემდეგ უბრალოდ პრეზიდენტიც არ ყავდა(ბოლუდა პრეზიდენტი უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იყო)


სეზონი 2009/2010

ვილიარეალი–რეალი 0:2

ეს მატჩი ალბათ კარგად გვახსოვს რადგან ჩატარდა ამ სეზონის პირველ წრეში.სამეფო კლუბმა გაიმარჯვა 2:0.პირველი გოლი იყო შედევრალური.კრისტიანო რონალდომ ცენტრიდან დაიძრა გზაში 3–კაცი მოატყუა შემდეგ კი შესანიშნავი დარტყმა კუთხეში.ეს გოლი დასახელდა საუკეთესოდ პირველ წრეში.საბოლოოს რეალმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

რეალი–ვილიარეალი ?:?

აი მივედით ხვალინდელ მატჩამდეც.რეალი ხვალინდელ შეხვედრაში გაბრაზებული გამოვა გასაგები მიზეზების გამო.ვილიარეალი კი კრიზისის შემდეგ ნელ–ნელა ფეხს იდგამს და შედეგებიც კარგი აქვს.ამიტომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გველის.თუ რა ანგარიში ჩაიწერება ისტორიაში ამას ხვალ გავიგებთ.

სტატიის ავტორი:David-Kaka. dle 10.1

  • David-Kaka
  • 20 თებერვალი 2010
  • 2268
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)