გინდათ იცოდეთ სად ცხოვრობს კაკა?

რიკარდო კაკაც ისევე, როგორც სხვა მადრიდისტები და წარჩინებული მოსახლეობა, იცხოვრებს ცნობილ მადრიდის გარეუბან ,,La Finca"-ში.
როგორც სხვადასხვა წყაროები იტყობინებიან, ბრაზილიელმა იყიდა 7,2 მილიონიანი ორსართულიანი სახლი.


რიკისგან 400 მეტრის დაშორებით ცხოვრობს კრიშტიანუ რონალდო, ასევე აქვე ცხოვრებენ რაული, კარიმ ბენზემა და ცნობილი მრბოლელი კარლოს საინსი. ფრანგი ფეხბურთელი როგორც იქნა გადმოვიდა სასტუმროდან მილიონერთა გარეუბანში. მათ გვერდზე კი ცხოვრობს ,,ატლეტიკოს" მოთამაშე სიმაო სამბროზა.

კაკას სახლი შიგნიდან უფრო შინაურული და ოჯახურია ვიდრე პორტუგალიელის. რიკიმ და მისმა ცოლმა გადმოსვლისთანავე დაიწყეს სახლის თავისებურად დაწყობა. პირველ სართულზე ბრაზილიელი სტუმრებს მიიღებს, მას იქვე ექნება კაბინეტი, ხოლო მეორე სართულზე კი იქნება საძინებელი. ახლა შენდება ბასეინი, სატრენაჟორო დარბაზი და ასე შემდეგ.

გინდათ იცოდეთ სად ცხოვრობს კაკა?


რონალდუსგან განსხვავებით, კაკამ, მისმა ცოლმა-კაროლინამ და შვილმა ლუკამ ეს სახლი უკვე იყიდეს, აქედან გამომდინარე რიკარდო დიდი ხანი აპირებს ,,რეალში" დარჩენას. თუ გაქვთ რამდენიმე მილიონი და ხართ საკმაოდ გავლენიანი პიროვნება ("La Finca" რიგით მილიონერებს არ იღებს) მაშინ იყიდეთ სახლი ამ უბანში და თქვენ იქნებით ისეთი ადამიანების მეზობლები როგორებიც არიან: კაკა, რონალდო, რაული და ბენზემა.


ინფორმაციის წყარო:elmundo.es


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)