გინდათ იცოდეთ სად ცხოვრობს რონალდო?

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს მაინცდამაინც არ სურთ, რომ ხალხმა იცოდეს მათი პირადი ცხოვრების შესახებ, თუმცა საზოგადოებას აკრძალული ხილი ყველაზე მეტად უყვაერს და ეს კიდევ უფრო გემრიელია, როდესაც საქმე კრიშტიანუ რონალდოს ეხება, რომელიც ბევრისთვის კუმირია, ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის ოცნებაა მიაღწიოს იმას რასაც რონალდომ მიაღწია, თუმცა მისი ტიტულებისა და წარმატებების შესახებ საკმაოდ ბევრი ვიცით, კრიშტიანოს პირადი ცხოვრების შესახებ მისი მეგობარი გოგონებიც ბევრს ყვებიან, ხოლო მისი ავტომობილების კოლექციებით აჭრელებულია, ესპანური და მსოფლიო ჟურნალების ყდები, მაგრამ რონალდოს საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცოტამ თუ იცის და არც ჟურნალ-გაზეთებში დაწერილა.


თუ დავუჯერებთ ჟურნალ suvivienda.es-ს რონალდო მადრიდის ყველაზე პრესტიჟულ გარეუბანში La Finca-ში ცხოვრობს, დასახლება დედაქალაქის დასავლეთით მდებარეობს და მისი ფართობია 42 კვადრატული კილომეტრი, ერთ-ერთ ტაუნჰაუზში ცხოვრობს პორტუგალიელი ვარსკვლავი. ამ ადგილას მის სახლს ვერ ვუწოდებთ ყველაზე მდიდრულს, ვინაიდან აქ მასზე უკეთესებსაც ვნახავთ, კრიშტიანუს საცხოვრებელი მათთან შედარებით "საშუალო ფენის" წარმომადგენლის სახლს უფრო ჰგავს, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ La Finca-ს პრესტიჟულობაზე. რონალდოს განკარგულებაში 4500 კვადრატული მეტრია, ხოლო სახლი 950 კვ. მ.-ს შეადგენს, სადაც 5 "ლიუქსის" კლასის საძინებელი ოთახია, მათგან ყველაზე დიდი 70 კვ.მ.-იანი ოთხია, რომელსაც ორი აბაზანა და ორი გარდერობი აქვს. ტერიტორიის მესამე მონაკვეთზე არის ბასეინი 105 კვ.მ(15X7). აგრეთვე აქ ნახავთ სატრენაჟორო დარბაზს და ბაღს, ბილიკებითა და ავტომატური სარწყავი სისტემით.

გინდათ იცოდეთ სად ცხოვრობს რონალდო?


რონალდოს საცხოვრებელი ორ ნაწილად არის გაყოფილი - "დღის" და "ღამის" ზონებად. აქ მასპინძელის გარდა შეიძლება შევხვდეთ მის მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მეგობრებს. ხუთი "ლიუქს" ოთახის გარდა რონალდოს სახლში წავაწყდებით 5 "ჩვეულებრივ" ოთახს, ინდივიდუალური აბაზანებითა და გარდერობებით. საცხოვრებლის ცენტრში განლაგებული არის უზარმაზარი ორ იარუსიანი სასტუმრო ოთახი, საიდანაც შეგვიძლია გავიდეთ პორტუგალიელის ბაღში. გამომცემლობის ცნობით სახლი შიგნიდან გაფორმებულია მინიმალისტურად მკაცრ სტილში. არ ვიცი რამდენად სანდოა suvivienda.es-ის ცნობა, მაგრამ მათი გადმოცემით კრიშტიანოს სახლი არენდით აქვს აღებული და ეს სიამოვნება მას თვეში "მხოლოდ" 10 000 ევრო უჯდება, ხოლო სახლის ღირებულება 7 მილიონი ევროა.

ინფორმაციის წყარო: suvivienda.es dle 10.1

  • SunSay
  • 19 თებერვალი 2010
  • 3672
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)