კაზემირო:„მარსელომ ჩემ ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია“

ბრაზილიელმა კაზემირომ „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ ინტერვიუ ჩაწერა...


„არ არსებობს სიტყვა, რომელიც აღწერს, თუ რა ვიგრძენი, როდესაც „ატლეტიკო“ დავამარცხეთ და ჩემპიონთა ლიგის თასს დავეუფლეთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რამხელა ძალას წარმოადგენს დიეგო სიმეონეს გუნდი. ეს გუნდი ბოლო 4 წელიწადში მესამედ გავიდა ნახევარფინალში, ორჯერ კი ფინალში, რითიც ყველაფერი ნათქვამია. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირველ შეხვედრას, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა შედგეს.“

„როდესაც ეთამაშები, „ბაიერნს“, „იუვენტუსს“, „ატლეტიკოს“ და ასეთ გუნდებს, რთულია შეისწავლო მათი სპეციფიკა, ვინაიდან თანამედროვე ფეხბურთი მნიშვნელოვნად განვითარდა. ფაქტია, რომ „ატლეტიკო“ ძალიან ძლიერია და საინტერესო ფეხბურთს სთავაზობს მაყურებელს.“

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო გულშემატკივრების ფაქტორი, რომლებმაც „ნაპოლისთან“ და „ბაიერნთან“ შეხვედრაში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. ბერნაბეუზე საოცარი ატმოსფერო იქმნება, რაც ფეხბურთელთა მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.“

„ის, რაც შეხვედრების დაწყებამდე ხდება ნამდვილად დასაფასებელია. ჩვენს ავტობუსს ასიათასობით ქომაგი მოჰუვება და ფეხბურთელებს დიდი ემოციებით ამკობს.“

„ფოკუსირება მხოლოდ ამ შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ. თითოეულმა ფეხბურთელმა თავი უნდა მიუძღვნას მატჩს, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს. ნახევარმცველის მოვალეობა მხოლოდ შეტევის დროული ჩაშლა არ არის, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და წინახაზელების დახმარება.“

„ზინედინ ზიდანი ჩემი კერპი იყო. მოხარული ვარ, რომ ფრანგთან ერთად მიწევს მუშაობა. მან გუნდში საოცარი განწყობა შექმნა და ფეხბურთელებში ძალიან დიდი მოტივაცია დანერგა. რაც ყველაზე მთავარია, ზიზუ კარგი მეგობარია. ზინედინი ძალიან ჰგავს კარლო ანჩელოტის, რომელმაც მოსვლის დღიდან საოცარი რეფორმები გაატარა.“

„მარსელომ ჩემ ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია. ჩემი თანამემამულე მუდამ გვერდში მედგა, მას უდიდეს პატივს სცემენ. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი „ბლანკოსის“ ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს.“

„10 წელიწადზე მეტი „რეალთან“ ერთად. ალბათ ეს შთამბეჭდავია, მაგრამ მარსელოს ყველაფერი ძალუძს.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 მაი 2017
  • 3535
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)