მარკუს სენა: სამეფო კლუბი ლა ლიგის უმთავრესი ფავორიტია

მადრიდის რეალის მორიგი მეტოქის, ვილიარეალის გაესპანელებულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მარკოს სენამ "ბლანკოსსა" და მის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მარკოსის თქმით "ყვითლებს" ძალიან გაუჭირდებათ თეთრებთან თამაში და ისინი ბოლომდე უნდა დაიხარჯონ იმისთვის, რომ დადებით შედეგს მიაღწიონ...


"პელეგრინის შეგირდები წელს ძალიან ძლიერები არიან, რეალი მთლიანად შეიცვალა, ეს გუნდი გაცილებით უფრო ლამაზ და გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებს წინა წელთან შედარებით, როდესაც ბარსელონა გრიმიტობდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქელებს კატალონიელებთან ორ ქულიანი ჩამორჩენა აქვთ, პრიმერას მთავარი ფავორიტები მაინც მანუელის შეგირდები არიან".

"სანტიაგო ბერნაბეუზე ეს გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს ჩუქნის საკუთარ მრისხანე გულშემატკივარს, რეალი ცნობილია ყველაზე მომთხოვნი ფანებით, მათ იციან კარგი მხარდაჭერა, მაგრამ აუცილებლად უნდა იხილონ დადებითი შედეგიც. ამ სტადიონზე თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია და გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც ჩემი გუნდი იქნება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "ბლანკოსს" არ მივცეთ საკუთარი თამაშის ჩვენების საშუალება. თუ რეალს თამაშს გაუხსნი ეს იმის მანიშნებელია, რომ მიდიხარ წაგებისკენ, რადგან შენ უნდა ებრძოლო გონსალო იგუაინს და კრიშტიანო რონალდოს, რომლებიც ძალიან სწრაფები არიან და მათი გაჩერება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული".

"ჩილელ სპეციალისტს მშვენივრად ვიცნობ და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, პელეგრინის ყველა მატჩში მხოლოდ მოგება აკმაყოფილებს, იგი ვილიარეალში მუშაობის დროსაც ამას მოითხოვდა, რეალში კი რა თქმა უნდა გაორმაგებული სიმკაცრით იმუშავებს".

"ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან გვიწევს თამაში და იმედი გვაქვს მივაღწევთ სასურველ შედეგს, მართალია ამის გაკეთება მეტად რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, თუ ბოლომდე დავიხარჯებით და მადრიდელებს არ მივცემთ საკუთარი თამაშის ჩვენების საშუალებას, მაშინ მინიმუმ ფრეს მივაღწევთ" - განაცხადა სენამ. dle 10.1

  • Hala
  • 18 თებერვალი 2010
  • 2032
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)