ზიდანი Realmadrid.com–თან

ზინედინ ზიდანი "მადრიდის რეალთან" ერთად ჩავიდა ლიონში, სადაც მან დრო გამონახა და გაესაუბრა Realmadrid.com–ს , ინტერვიუში აღნიშნა, რომ იგი კმაყოფლია მისი ცხოვრების სტილით და დიდი იმედი აქვს, რომ "მადრიდის რეალი" გახდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.


თითქოს დრო თქვენზე არ მოქმედებს, თქვენ საერთოდ არ ხართ შეცვლილი..

მე თავს მშვენივრად ვგრძნობ. მართალია არ ვთამაშობ (იცინის) , მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც კარგად ვგრძნობ თავს.


გენატრებათ თუ არა თამაში?

ზოგჯერ კი. ეს ყოველთვის ჩემი ცხოვრება იყო, მაგრამ ეხლა რასაც ვაკეთებ ის ძალიან მახარებს. ჩემი ცხოვრება აბსოლიტურად განსხვავებულია, მაგრამ დრო ყველაფერზე მოქმედეს, ასე რომ თავს მშვენივრად ვგრძნობ.


ზიდანი Realmadrid.com–თან


ეს პირველი შემთხვევაა, როცა თქვენ კლუბთან ერთად იმოგზაურეთ...

დიახ და მე ძალიან გახარებული ვარ. მახსენდება, თუ როგორ ვაკეთებდი ამას, სულ რამდენიმე ხნის წინ.


რას ფიქრობთ ამ წლის "მადრიდის რეალზე"?

ვფიქრობ, რომ მათ ნელ–ნელა მოუმატეს თამაშს და ეხლა ძალიან კარგ თამაშს აჩვენებენ. "ბარსელონამაც" დაკარგა კვირას ქულები, რამაც "მადრიდის რეალი" ლიდერობასთან ერთი ნაბიჯით დააახლოვა.


ორივე კლუბი ეხლა მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული...

ზიდანი Realmadrid.com–თან


"მადრიდის რეალმა" ასე თამაში უნდა გააგრძელოს. აპრილში ვნახავთ , თუ რა მოხდება "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებისას.


რამდენად განსხვავდება დღევანდელი "ლიონის ოლიმპიკი" იმ კლუბისგან , რომლის წინააღმდეგაც თქვენ გიწევდათ თამაში?

ისინი არ არიან ის კლუბი, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგის შვიდი ტიტული, მაგრამ "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ თამაში მათთვის წლის უმნშვნელოვანესი მოვლენააა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. "მადრიდის რეალმა" იცის , რომ ეს ადვილი შეხვედრა არ იქნება. დარწმუნებული ვარ სანახაობრივი თამაში გამოვა.


რას ფიქრობთ , როგორ ითამაშებს ბენზემა ამ შეხვედრაში?

არ ვიცი. ვფიქრობ კარგად . ხალხს ის ახსოვს იმ ღვაწლისთვის, რაც მან ამ კლუბში ჩადო, მაგრამ ეხლა მოწინააღმდეგეთა ბანაკშია და ვანხოთ რა მოხდება. იგივე სიტუაცია იყო, როცა მე "მარსელის ოლიმპიკის" წინააღმდეგ მომიწია თამაშმა.


ისინი ალბათ ძალიან ელიან რონალდუს ნახვას...

ყველა გაოცებულია იმით, თუ რას აკეთებს ის. იგი ფენომენალურად კარგად თამაშობს. მას ძალიან კარგი თვითდაჯერებულობის გრძნობა გააჩნია, რაც კარგია მათთვის, ვინც მასთან ერთად თამაშობს. ის უფრო ინდივიდუალური იყო "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ ეხლა თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, როცა "მადრიდის რეალის" სხვა ფეხბურთელებთან ერთად თამაშობს.


ზიდანი Realmadrid.com–თან


ფიქრობთ თუ არა, რომ კლუბი მიაღწევს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე?

ვიმედოვნებ, რომ კი. ისინი ყოველ კვირა აუმჯობესებენ და დიდი იმედი მაქვს, რომ შეძლებენ მოიგონ ჩემპიონთა ლიგის მე–10 ტიტული "სანტიაგო ბერნაბეუზე".


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 16 თებერვალი 2010
  • 2204
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)