კასილასის პრეს–კონფერენცია

იკერ კასილასმა "ლიონის" წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ პრეს–კონფერენცია გამართა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.


რას იტყვით "მადრიდის რეალის" მიერ "ლიონის" წინააღმდეგ გამართულ ბოლო შეხვედრებზე?

ჩვენი ბოლო შეხვედრები "ლიონის ოლიმპიკის" წინააღმდეგ მართლაც არ იყო საუკეთესო. პირიქით, ისინი ჩვენთვის ძალიან ცუდი გამოდგა. იმ დროინდელი კლუბის შემადგენლობიდან მხოლოდ რამოდენიმე ფეხბურთელი თუ შემორჩა. ჩვენ ეხლა უფრო მოტივირებულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. წელს ბევრი ისეთი ფეხბურთელი შევიძინეთ, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს თავიანთ კლუბებში წინა სეზონების განმავლობაში. მიმაჩნია, რომ მათი გამოცდილებისა და ჩვენი მონდომების წყალობით შევძლებთ ამ რაუნდის გადალახვას. მიუღებლად მიმაჩნია ვთქვა, რომ "ლიონს" არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს "მადრიდის რეალს"


რას ფიქრობთ "ლიონის ოლიმპიკზე"?

ისინი იბრძვიან საფრანგეთის ჩემპიონატში და ასევე ჩემპიონთა ლიგის მომდევნო რაუნდში გადასასვლელად. ყველა კლუბი იცვლება. ისინი ძალიან სწრაფები არიან , კარგად თამაშობენ კონტრშეტევებზე, ჩვენ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და არ უნდა დავუშვათ შეცდომები, როცა ისინი სტანდარტულ მდგომარეობებს ასრულებენ. ამინდიც თუ ხელს შეგვიწყობს , ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება.


კასილასის პრეს–კონფერენცია


რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განმეორებით შეხვედრას "სანტიაგო ბერნაბეუზე" ატარებთ?

ძნელია იმის გადმოცემა, თუ რა ჯობია. ჩვენ მიუხედავად იმისა, თუ სად გვიწევდა თამაში აქ, თუ სახლში , ბოლო წლების განმავლობაში ცუდ შედეგებს ვაჩვენებდით. ეს დამოკიდებულია გატანილ/გაშვებულ გოლზე. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ 1:0 მოგება კარგია, მაგრამ თუ ისინი გაიტანენ ერთ გოლს მადრიდში , მაშინ იძულებულნი ვიქნებით ორი გოლი გავუტანოთ. ყველაზე კარგი იქნება, თუ გასვლაზე საუკეთესო ფებხურთს ვაჩვენებთ და ამის მაგალითი იქნება გოლის არ გაშვება. მიმაჩნია, რომ 1:0 ანგარიშით გამარჯვება კარგი შედეგი იქნებოდა.


როცა ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერს ორი ქულით ჩამორჩებით, ეს დამატებით მოტივაციას გმატებთ?

ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მაგრამ აუცილებლა უნდა დავინახოთ ის განსხვავება, რაც ამ ორ ჩემპიონატს შორის არსებობს. ჩემპიონთა ლიგაში ამ წელს კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ჯგუფის ლიდერებიც გავხდით, მაგრამ ამავდროულად უნდა აღვნიშო, რომ გოლი მხოლოდ ერთ თუ ორ შეხვედრაში არ გაგვიშვია. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომა და კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ იმ ფაქტზე, რომ ეს ძალიან მნშვნელოვანი ეტაპია. ვნახოთ რა მოხდება.


კასილასის პრეს–კონფერენცია


იმყოფება თუ არა კლუბი სათამაშო ფორმის პიკში ამ სეზონში?

ყოველთვის ვიცოდით, რომ კარგი თამაშის ჩვენება, მხოლოდ დროის საკითხი იყო. ჩვენ შესანიშნავად გავართვით თავი კოპა დელ რეის თასიდან გამოვარდნას. მოგვიწევს საუკეთესონი ვიყოთ და ორივე ჩემპიონატში შევინარჩუნოთ კარგი სათამაშო ფორმა.


კასილასის პრეს–კონფერენცია


რას ფიქრობთ შეუძლია თუ არა ლორისს გახდეს ევროპის საუკეთესო გოლკიპერი? ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ თქვენ ბევრი რამით გგავთ.

მე ყოველთვის მახარებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი ასეთ მძიმე მომენტებში. მას წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ამავდროულად კარგია, როცა სათამაშო გამოცდილებას ასე ადრეულ ასაკში იძენს. ლასი და ბენზემა ამბობენ, რომ მას ბრწყინვალე მომავალი ელოდება წინ და ისინი იმედოვნებენ, რომ ის მალე გახდება საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი.

წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 15 თებერვალი 2010
  • 2203
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)