ანხელ კანალესი: სერხიოს ოცნება ასრულდა

სერხიო კანალესი უკვე ოფიციალურად მადრიდელია. კლუბმა მასში 5 მილიონი ევრო გადაიხადა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ "რასინგის" ერთ-ერთ კლინიკაში სერხიოს მადრიდელმა ექიმმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, თუ სად დაიწყებს კანალესი შემდეგ სეზონს. თუ სერხიომ მომავალი წელი "რეალში" დაიწყო მაშინ კლუბს "რასინგისთვის" კიდევ რამოდენიმე მილიონი ევროს დამატება მოუწევს. მან "თეთრებთან" 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სერხიოს მამამ და ამავდროულად მისმა აგენტმა ანხელ კანალესმა კომენტარი გააკეთა მის შვილზე: "სერხიოს ოცნება ასრულდა. მას ბავშვობიდან ჰქონდა ეს მიზანი დასახული, რაც ეხლა აუხდა. ჩემი შვილი აუქციონზე არასოდეს დამიყენებია, რადგან მან ყოველთვის იცოდა მისი მომავალი. ვფიქრობ, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო".

მისმა გოლებმა ,,ვალიადოლიდთან", ,,სევილიასთან", ,,ოსასუნასთან", და ,,ესპანიოლთან" მთელი მსოფლიო აალაპარაკა, შედეგად კი ფეხბურთელი რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ,,რასინგის" მეორე გუნდში ირიცხებოდა, ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ღირსებას იცავს.

,,უნდა ვაღიარო, რომ გაოცებული ვარ, ჩემი შვილის ამგვარი პროგრესით. ის სულ ცოტა ხნის წინ სეგუნდაში გამოდიოდა, ახლა კი ნახეთ... მან ეს ყურადღება მისი გატანილი გოლებით მოიპოვა. უბედნიერესი ვარ" განაცხადა ანხელ კანალესმა. სერხიოს პრეზენტაცია მადრიდის ,,რეალში" კი სავარაუდოდ სეზონის დასრულების შემდეგ შედგება.

რა თქმა უნდა სერხიოს სამეფო კლუბში ტრანსფერს ,,რასინგის" პრეზიდენტი ფრანცისკო პერნია შეეხო: ,,ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ის ,,რეალს" მივყიდე, რადგან ამით მას ხელ-ფეხი გავუხსენი. ამის გარდა კონტრაქტში ბევრი ჩვენთვის სასარგებლო რამ წერია (თუ ფეხბურთელს ნაკრებში გამოიძახებენ, ან თუ ,,რეალი" ტიტულებს მოიგებს, კლუბს მოუწევს დამატებითი პრემიების გადახდა ,,რასინგისთვის"). ასე, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მართებულია".

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტრანსფერით მოგებაში ლა კურონიის ,,დეპორტივოც" რჩება, რადგან მათაც ერგებათ პრემიების გარკვეული ნაწილი იმის გამო, რომ ადრე სერხიო ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა. სამივე მხარე (მადრიდის რეალი, რასინგი და დეპორტივო) კმაყოფილები რჩებიან ამ ხმაურიანი ტრანსფერით.


ინფორმაციის წყარო:as.com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)