ხაბი ალონსო: ჯერ კიდევ ვძლიერდებით

ხაბი ალონსომ ისაუბრა იმაზე, რომ გუნდს ჯერ კიდებ ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. მან ასევე განაცხადა, რომ ,,რეალი" მზადაა ,,ლიონთან" სათამაშოდ.


,,სამშაბათის მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის და გვმართებს 1 ან 2 ბურთის გატანა მაინც. კარიმმა მოგვიყვა ,,ლიონის" მცირე ისტორია ჩემპიონთა ლიგაზე. ეს გუნდი ძალზედ სახიფათოა, მათ საკუთარი სახელი ევროპაში უკვე დიდი ხნის წინ გაითქვეს".

,,ის ფაქტი, რომ ფინალი ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე ტარდება, მართლაც სასიხარულოა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ მატჩზე ფიქრი დავღუპავს, რადგან მანამდე სათამაშო გვაქ ,,ფლეი-ოფში". ასევე უნდა მოვიგოთ ლა ლიგა, რაც ურთულესი იქნება, თუ გავითვალისწინებთ კატალონიელთა 5 ქულიან ჰანდიკაპს. შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს, რადგან სეზონის დასკვნით ეტაპზე ვართ გადასულები".

,,ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. ვერ ვიტყვი, რომ არ მინდა დღეს ,,ბარსას" დამარცხება ,,ატლეტიკოსთან". ეს თუ ასე მოხდა სხვაობა 2 ქულამდე დავა, რაც საქმეს საგრძნობლად გაგვიადვილებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ,,ხერესთან" მატჩი გარკვეული მიზეზების გამო რთული იქნებოდა, მაგრამ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და სამი ქულაც წამოვიღეთ ამ ქალაქიდან".

,,არ შეუძლება იმ ,,რეალის" შედარება, რომელიც სეზონის დასაწყისში იყო, ამ ,,რეალთან" ანუ დღევანდელთან. გაცილებით უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა გავძლიერდეთ. ჩვენი დაცვა უნიკალურად გამოიყურება. ასევე კარგები ვართ თავდასხმაში. ბევრ მომენტს ვქმნით და შედეგად ბევრიც გაგვაქ, რაც მისაღები ფაქტია".

,,კლუბმა დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ ჯერ კიდევ შეცდომებზე ვსწავლობთ, რაც ჩვენთვისვეა კარგი".

,,მოედანზე ყველას თავისი ფუნქცია გააჩნია. ჩემი მოვალეობაა დაცვიდან ბურთი თავდასხმაში წარმატებით ავიტანო და შეტევებს გაუძღვე. ძალიან მომწონს ჩემი პოზიცია და არ ვისურვებდი მის შეცვლას".

,,კასილასზე ვერაფერს ვიტყვი და არც მაქ უფლება, რადგან მან ისეთი კარიერა ჩაატარა და ატარებს, რომელზეც ნებისმიერი კანტერანო იოცნებებდა. მან 500-თამაშიან ზღვარს მიაღწია, რაც არარეალურია ასეთ ასაკში. ის არის ნებირსმიერი მოთამაშის მოდელი და ვამაყობ, რომ მისი გუნდელი ვარ".

,,შოკში ჩავარდი, როდესაც ალვარომ ერთი-ერთზე გოლი გაიტანა. ასე ნამდვილი ფორვარდებიც კი ვერ თამაშობენ ხანდახან. ის შესანიშნავ სეზონს ატარებს და მთელ გუნდს უხარია მისი შთამბეჭდავი ასპარეზობა".



ინფორმაციის წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)