ზიდანი:„რონალდუსა და სერხიო რამოსს შორის ურთიერთობა დალაგებულია“

ზინედინ ზიდანმა იტალიაში ვარჯიშის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლა...


„ჩვენი მიზანი 1/4 ფინალში გასვლაა, ამიტომ 90 წუთის მანძილზე დიდი ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ და ყურადღება შევინარჩუნოთ. ეს ის მომენტია, სადაც შეცდომებს არ გვაპატიებენ.“

„საკმაოდ კარგად ვიცით, რამხელა ძალას ფლობს „ნაპოლი“, მაგრამ ნებისმიერი გამოწვევის მისაღებად მზად ვართ.“

„ნეაპოლი ჩემთვის უცხო არ არის. იტალიაში წლების მანძილზე ვცხოვრობდი და ვთამაშობდი, ამ სტადიონზე არაერთი შეხვედრა გამიმართავს და ვიცი, როგორი ქომაგები ჰყავს ადგილობრივ კოლექტივს.“

„შეხვედრა 11-11-ზეა, თუმცა იტალიელებს დიდი მხარდაჭერა ექნებათ, ჩვენ კი მოტივაციის ხარჯზე უნდა გავიდეთ ფონს.“

„ჩვენი სქემა არ შეიცვლება, მადრიდის „რეალი“ ეცდება მატჩის სადავეები ხელთ იგდოს და ფინალური ანგარიში 1/4 ფინალში გასასვლელად აძლევდეს ხელს.“

„ლა ლიგის ბოლო ტურებში არასტაბილურად გამოვიყურებოდით, მაგრამ ბოლო შეხვედრა მაღალ დონეზე გავმართეთ. ვეცდებით, აღებული ტემპი არ დავაგდოთ.“

„იტალიურ გუნდს ძალიან ძლიერი თავდასხმა ჰყავს, რაც „რომასთან“ შეხვედრაშიც გამოჩნდა. საკმაოდ აგრესიული შეტევების მოგერიება მოგვიწევს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩემს ფეხბურთელებს ნებისმიერი დონის ვიზავისთან შეუძლიათ ასპარეზობა.“

„ორ ჩემპიონატზე გამოვდივართ და ვეცდებით, სეზონის ბოლოს ოქროს მედლებს დავეუფლოთ, ამისთვის თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება.“

„არ ვიცი ითამაშებს თუ არა BBC, ამას ხვალ იხილავთ.“

„ჩემპიონთა ლიგას თან განსაკუთრებული მოტივაცია ახლავს. ძალიან ბევრს ნიშნავს მოედანზე გასვლა და ჰიმნის მოსმენა.“

„კრიშტიანო რონალდუსა და სერხიო რამოსს შორის ურთიერთობა საოცარია, აქედან გამომდინარე, ჭორებს ნუ აყვებით.“

„ხვალინდელი მატჩის დაწყებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „ნაპოლიმ“ ვერ შეგვიტიოს.“

„მიზანი? ჩვენ გამარჯვება გვსურს.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 მარტი 2017
  • 6727
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)