ზიდანი:„რაში გვაინტერესებს პიკეს განცხადებები?“

ზინედინ ზიდანმა „ლას პალმასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან რთული კალენდარი გვაქვს. 3 დღეში ერთხელ თამაში იოლი არ არის, მაგრამ ყველა გამოწვევას სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ. შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი 100%-ით მზად არის. კოლექტივში 24 ფეხბურთელი სწორედ იმიტომ მყავს, რომ ფეხბურთელების გადაღლა არ მოხდეს და დაძაბულ განრიგს გავუძლოთ.“

„მე და ჩემ ფეხბურთელებს არ გვაინტერესებს განცხადებები, რომელსაც მსაჯების მიმართ აკეთებენ.“

„ისკომ და მორატამ წინა ტურში შესანშნავი შთაბეჭდილება დატოვეს. ესპანურმა დუეტმა გუნდის გამარჯვება დიდი წვლილი შეიტანა.“

„მადრიდის „რეალში“ ყოველთვის ღირსეული და პროფესიონალი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ.“

„პიკეს განცხადებები? მას ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაგრამ რაში გვაინტერესებს?“

„მე ვფიქრობ, რომ ისკო და მორატა კიდევ უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ, მაგრამ არჩევანს 24 ფეხბურთელს შორის ვაკეთებ, აქედან გამომდინარე, რთულ სიტუაციაში ვარ.“

„2017 წელს რამდენიმე შეხვედრაში წავბორძიკდით, რაც ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ფეხბურთში მოულოდნელი არაფერია.“

„„მესტალიაზე“ წაგება დავიწყებულია, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს აღარ ვუპასუხებ.“

„ითამაშებს თუ არა ბენზემა ვწყვეტ მე, რადგან ყველაზე კარგად ვიცი ჩემი შეგირდების მდგომარეობა.“

„BBC? ძალიან აგრესიული შეტევა გვყავს, ჯერ-ჯერობით არ მიმიღია გადაწყვეტილება, თუ რომელ სამეულს გამოვიყვან ხვალ და მომდევნო შეხვედრებში.“

„ხესეს დიდ პატივს ვცემ, როგორც სპორტსმენს და როგორც პიროვნებას. სამწუხაროდ, კანარელის „ფრანგული“ კარიერა არასახარბიელოდ განვითარდა.“

„იმედი მაქვს, ხესე „ლას პალმასში“ ფეხს მოიკიდებს.“

„კეილორ ნავასი ბრწყინვალე მეკარეა, კიდევ ერთხელ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და ვთვლი, რომ ის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 თებერვალი 2017
  • 7514
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)