ზიდანი:„თუ „ბარსელონა“ წააგებს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა გვექნება“

ზინედინ ზიდანმა „ვილიარეალთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან კარგია, რომ „ვალენსიელებთან“ მომქანცველი შეხვედრის შემდეგ დასვენება მოვახერხეთ და „ვილიარეალთან“ მატჩისთვის ნორმალურ რიტმში მოვემზადეთ.“

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს მატჩი ყველაფერს გადაწყვეტს. რეალურად ასე არ მოხდება, მაგრამ ემოციებს ვერ ვაკონტროლებთ. მადრიდის „რეალს“ ძალიან მძიმე მეტოქე ჰყავს. რომელიც ევროსარბიელისთვის იბრძვის, ამიტომ დიდი ბრძოლაა საჭირო.“

„ვარანის არყოფნა არასასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ გვყავს პეპე და ნაჩო, მე მათი იმედი მაქვს.“

„ის, რომ „ვალენსიასთან“ წავაგეთ ბევრ რამეს შეიძლება დავაბრალოთ, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც პირველი წუთებია, სადაც ყურადღება გაგვეფანტა. ის დღე წარსულს ჩაბარდა.“

„კეილორ ნავასის სახით ძალიან საიმედო მეკარე გვყავს, ის ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს.“

„ბეილი 100%-ით მზად არის და მოედანზე გასვლა შეუძლია.“

„თუ სიმეონეს „ატლეტიკო“ კატალონიის „ბარსელონას“ დამარცხებას შეძლებს, ჩვენ კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ თამაში მოგვიწევს, რადგან მოედანზე გასვლის წინ ანგარიში გვეცოდინება.“

„ასენსიო განაცხადში დაბრუნდება, საჭიროების შემთხვევაში მოედანზეც გამოჩნდება.“

„დიდი ხანია ფრანგების მხრიდან კარიმ ბენზემას მხარდაჭერას ველი, იმედი მაქვს, „ცხრიანს“ გამოიძახებენ.“

„რაც შეეხება „სელტასთან“ შეხვედრას. ვიგოელებთან პაექრობა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, ამიტომ ვვარაუდობ, რომ გადადებული შეხვედრა მოგვიანებით ჩატარდება.“ dle 10.1

  • Datuna
  • 26 თებერვალი 2017
  • 5738
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)