ზიდანი:„რამოსი იმიტომ გავიყვანე, რომ რისკი არსებობდა“

ზინედინ ზიდანმა „ნაპოლის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ და აგრესიულად ვუტევდით, მაგრამ გოლის გატანის ნაცვლად, საკუთარი კარის მშრალად შენახვა ვერ შევძელით. ფეხბურთელებს მოვუწოდე, რომ არ დანებებულიყვნენ და ანალოგიურ ტემპში გაეგრძელებინათ თამაში. ფაქტი სახეზეა, მეტოქეს 3 გოლი გავუტანეთ და კომფორტულ სიტუაციაში აღმოვჩნდით.“

„ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა. ვერ ვიტყვი, რომ ეს სეზონის საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ნამდვილად დიდი სანახაობა ვიხილეთ.“

„იტალიურ „ნაპოლის“ დიდი რესურსი აქვს, ამიტომ ყურადღების გამოჩენა გვმართებს. ნეაპოლში რთულ შეხვედრას ველით.“

„რამოსი იმიტომ გავიყვანე, რომ რისკი არსებობდა. პირველი ტაიმის ბოლოს ესპანელმა მცველმა მცირე დისკომფორტი იგრძნო, თუმცა თამაში განაგრძო, ამას ემატებოდა ყვითელი ბარათი. საბედნიეროდ გვყავს პეპე, რომელმაც სერხიო შესანიშნავად ჩაანაცვლა.“

„ტონი კროოსი ყველგან პროდუქტიულია, მას შეუძლია აგრესიული შეტევა და მჭიდრო დაცვა. გერმანელის დონის ფეხბურთელის ყოლა დიდი ფუფუნებაა.“

„ხამეს როდრიგესმა ბრწყინვალედ ითამაშა, კოლუმბიელი ფეხბურთელი ხშირად ამწვევებდა შეტევებს.“

„კარიმ ბენზემას გოლით მოხარული ვარ, მას დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, ვინაიდან ბოლო შეხვედრებში ნაკლებად პროდუქტიული იყო, თუმცა „ცხრიანის“ ფუნქცია მხოლოდ გოლის გატანა არ გახლავთ, ის გუნდური მოთამაშეა.“

„კრიშტიანო რონალდუმ ტონის ბრწყინვალე „ასისტი“ გაუკეთა. მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2017
  • 8298
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (289)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)