ზიდანი:„რონალდუს სხვა პოზიციაზე თამაში არ უყვარს“

ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„კრიშტიანო რონალდუს საყვარელი ადგილი შეტევის მარცხენა ფლანგია, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე, ის პოზიციას იცვლის და გუნდს სხვა რგოლიდან ეხმარება. კრისს სხვა ადგილი არ უყვარს, მისთვის კომფორტული მაინც მარცხენა ფრთაა. გულშემატკივართა უკმაყოფილება გასაგებია, ისინი მუდამ 50 და 60 გოლს ითხოვენ, მაგრამ „შვიდიანი“ ხან გაიტანს, ხან ვერა.“

„ვიგოში მძიმე მატჩი გველის. გასულ კვირებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „სელტას“ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. ისინი სახლში შესანიშნავად ასპარეზობენ.“

„სამეფო თასს უკვე დავემშვიდობეთ, რაც სამწუხაროა, მაგრამ ლა ლიგაზე დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რადგან ჩემპიონობის დიდი შანსი გვაქვს.“

„კვირაში ორი და სამი მატჩის გამართვა არ გვიჭერს, რამაც განვტვირთვის საშუალება მოგვცა. მთელი კვირის მანძილზე ვემზადებოდით და საკუთარი შესაძლებლობების გამომჟავნებას ვახდენდით. კარგ ფორმაში ვართ და ვიგოში ოპტიმისტური განწყობით მივემგზავრებით.“

„პეპე გუნდს დაუბრუნდა. პორტუგალიელი ფეხბურთელის გუნდის დახმარებას და დიდი დატვირთვის მიღებას მალე მოახერხებს.“

„სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა და ლუკა მოდრიჩის დაბრუნება გადაიდო. ის „სელტასთან“ არ იქნება, მაგრამ „ოსასუნასთან“ მატჩის განაცხადში აუცილებლად მოხვდება.“

„პეპეს წასვლა? პორტუგალიელი ამ ეტაპზე არა კონტრაქტზე, არამედ კოლექტივში დაბრუნებასა და მოედანზე გასვლაზე ფიქრობს, ვინაიდან თვენახევარია არ უთამაშია.“

„მე მსურს, რომ კეპლერი გუნდში დარჩეს, ვინაიდან ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს და გუნდს ყველაფრით ეხმარება. „სამიანის“ როლი შიდა სამზარეულოშიც ძალიან დიდია.“

„გარეთ ბეილის შეცვლა ლუკას ვასკესით მოვახერხეთ, თუმცა გარკვეული პერიოდის მანძილზე ესპანელ შემტევსაც აწუხებდა ტრავმა. უელსელ ფეხბურთელს უდიდესი მოთმინებით ველით, მანამდე კი მის ადგილს ლუკასი დაიკავებს.“

„ბუნებრივია, ალვარო მორატას მეტი თამაში სურს, რადგან ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდის დახმარებას გოლებით ახერხებს. მჯერა, რომ ის კიდევ უფრო მოუმატებს. ალვაროს მომავალი? მას მხოლოდ მადრიდს ვუკავშირებ.“

„ისკო ალარკონმა დიდი პროგრესი განიცადა. არც მის კონტრაქტზე მსურს საუბარი. წავა თუ არა ესპანელი ზაფხულში გავიგებთ, ახლა ამაზე არავინ ფიქრობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 თებერვალი 2017
  • 6173
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)