ისტორიული მატჩების ქრონიკა: რეალი 2-0 ბარსელონა

შარშან რეალმა ძალიან დაძაბული სეზონი ჩაატარა. მადრიდელებმა უამრავი კარგი თუ ცუდი მატჩი გამართეს და არასტაბილური თამაშით დაგვამახსოვრეს თავი. თუმცა ეს მხოლოდ თებერვლამდე. მას შემდეგ კი რაც ბლანკოსი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მადრიდულმა გუნდმა აღმავლობა დაიწყო და შედეგად სეზონი ტიტულით დაასრულა.


შარშან რეალმა ძალიან დაძაბული სეზონი ჩაატარა. მადრიდელებმა უამრავი კარგი თუ ცუდი მატჩი გამართეს და არასტაბილური თამაშით დაგვამახსოვრეს თავი. თუმცა ეს მხოლოდ თებერვლამდე. მას შემდეგ კი რაც ბლანკოსი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მადრიდულმა გუნდმა აღმავლობა დაიწყო და შედეგად სეზონი ტიტულით დაასრულა. ფაბიო კაპელოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ელ-კლასიკოში მარცხი არ განიცადა. და საერთოდ იტალიელი სპეციალისტის სიძლიერეზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ კაპელო რეალის იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ლა ლიგაში, ბარსელონას წინააღმდეგ არ დამარცხებულა. დონ ფაბიომ 4 მატჩი გამართა კატალონიური გუნდის წინააღმდეგ, საიდანაც 2-ში იმარჯვა, 2-ში კი ფრედ დაასრულა მატჩი. ბურთები-7:4.
მატჩი, რომლზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, შარშან გაიმართა, მე-7 ტურში. რეალი არცთუ დამაჯერებელი სტარტის შემდეგ უშუალო კონკურენტს და ჩემპიონატის ლიდერს, ბარსელონას მანპინძლობდა. მატჩის ფავორიტის დასახელებისგან ყველა თავს იკავებდა. არადა კატალონიური გუნდი საკმაოდ კარგად ასპარეზობდა, ხოლო ბლანკოსი არცთუ დამაჯერებელი თამაშით ცდილობდა ფონს გასვლას. თუმცა აქ ფაბიო კაპელოს გარემოებაც გასათვალისწინებელი გახლდათ. იტალიელ სპეციალისტს შესანიშანავად შეუძლია გუნდის ზემოტივირება და ამ შეხვედრაშიც ასე მოხდა.

რეალი 2-0 ბარსელონა
გოლები: 1-0 რაული(3), 2-0 ვან ნისტელროი(51).

რეალი: კასილასი, რამოსი, ელგერა, კანავარო, კარლოსი, ემერსონი, დიარა, გუტი(ბექჰემი 83), რობინიო, რაული, ვან ნისტელროი(რეიესი 80).

ბარსელონა: ვალდესი, ძამბროტა, ტურამი, პუიოლი, სილვინიო, დეკო(ჟიული 56), ხავი, ინიესტა, რონალდინიო, მესი, გუდიონსენი(სავიოლა 66).

ელ-კლასიკოს წინ როგორც ყოველთვის დიდი აჟიოტაჟი უძღვის. სალაროსთან ბილეთების ასაღებად ერთი ამბავია, სადაც 1-2 ფანი მცირე დაზიანებას აუცილებლად იღებს. ჟურნალისტები წაგების შემთხვევაში გუნდების მწვრთნელების შესაძლო განთავისუფლებას ვარაუდობენ, ძველი ფეხბურთელები და საფეხბურთო ექსპერტები განვლილ ელ-კლასიკოებს იხსენებენ და სავარაუდო შედეგებს ვარაუდობენ. ტოტალიზატორებშიც დიდი ამბებია, სადაც როგორც ყოველთვის ყველაზე მეტი ფსონი ამ თამაშზე შედის, და საბუკმეიკეროს მფლობელებიც მატჩის შემდეგ ჯიბეს ბლომად ისქელებენ.

2005 წელს რეალს ბერნაბეუზე ისტორიული მარცხი განეცადა. მაშინ ვანდერლეი ლუშემბურგომ იმდენი “გააკეთა”, რომ რეალი ღრმა კრიზისის მორევში ჩაათრია და მერე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მადრიდიდან. უფრო სწორად გააგდეს. აი როცა მშობლიურ ბრაზილიაში დაიგულა თავი დონ ვანდერლეიმ და მიხვდა რომ იქ არავინ არაფერს დაუშავდებდა, მაშინ მოაღო პირი და რეალში მის “მოღვაწეობაზე” ილაპარაკა, აქაოდა სამეფო კლუბი ვარსკვალებით არის გაძეძგილი და მაგათ მე კი არა, ვენგერი-ფერგიუსონის ტანდემიც ვერ უშელის, რადგან უტიტულო და წარმატებას მოწყურებული ფეხბურთელი მაგ გუნდში არ თამაშობსო. ბრაზილიელმა ჟურნალსიტებმა ლუშას თავი დაუკრეს და მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, რომელიც ბრაზილიაში მიღწეული წარმატებებისგან ჩამოყალიბდა ყველაფერში დაეთანხმნენ.

ერთი წლის შემდეგ, კი სამეფო კლუბს სათავეში ფაბიო კაპელო ჩაუდგა და ყველა ფეხბურთელი თავის ადგილზე “მოსვა”. “ჩემთვის მოგებული ტიტული არ არსებობს”, - აცხადებდა დონ ფაბიო, - “თუ რამეს იგებ, მის ხელმეორედ მოგებას უნდა შეეცადო, მაშინ ხარ ძლიერი, თორემ ერთხელ ყარაულის თოფივით ყველას გაუვარდებაო.” იტალიელი სპეციალსიტი თავის პირველ ელ-კლასიკოსაც დიდი გულისყურით ელოდა. მაშინ რეალი მე-5 ადგილზე იყო, 11 ქულით, ბარსა კი ლიდერი გახლდათ. რეალი-ბარსა აბა ისე როგორ ჩაივლიდა, კაპელოს შემადგენობასთან დაკავშირებით ერთიორი სკანდალი რომ არ გამოეცხო. იტალიელმა დევიდ ბექჰემი დატოვა სათადარიგო სკამზე, თუმცა მისი სულაც განაცხადს მიღმა დატოვება სურდა და ეს ბოლო წუთს იმიტომ გადაიფიქრა, რომ ხოსე ანტონიო რეიესმა თამაში წინა ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო.

მატჩის პერიპეტიებზე თუ არ გადავედით დიდი დრო დაგვეკარგება, რადგან შეხვედრის შემდეგაც მოხდა ბევრი ისეთი, რაც აქ დაწერას იმსახურებს. უკვე მესამე წუთზე სერხიო რამოსის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი რაულმა გოლით დააგვირგვინა. ამის შემდეგ უკვე უპირატესობას რეალი დაეუფლა. გამოირჩეოდა რობინიო, რომელიც ჯანლუკა ძამბროტას სისხლს უშრობდა თავისი ორიგინალური ფინტებით. კატალონიელთა შორის, კი როგორ ყოველთვის ლიონელ მესი ცდილობდა თამაში გამწვავებას. პირველმა ტაიმმა მშვიდ ვითარებაში, რეალის უპირატესობის ფონზე ჩაიარა. მეორე ნახევარის დასაწყისშივე ისევ რობინიომ გაიბრწყინა მარჯვენა ფლანგზე და საჯარიმოში შესულ ნისტელროის ბურთი როგორც იტყვიან ფეხზე დაასვა. ამ უკანასკნელმაც პრიმერაში მე-4 გოლი გაიტანა. კაპელოს ათვალწუნებული ბექჰემი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა. იტალიელი კი როგორც სჩვევია ხოლმე გოლებს სრულიად უემოციოდ შეხვდა და მატჩის დასრულებისთანავე გასახდელში ერთობ უკმაყოფილო სახით გავიდა. მანამდე კი მოედნის გასასვლელში მდგარ ჟურნალისტებს მიუგდო ორიოდე სიტყვა, რეალმა დღეს დამსახურებულად გაიმარჯვაო.

სწორედ ამ მატჩის შემდეგ მოჰყვნენ ესპანელი ჟურნალსიტები კაპელოს ქება დიდებას, რაც მანამდე აკრიტიკეს, ყველაფერი ორ საათში “ამოუღო” დონ ფაბიომ. მატჩის შემდეგ კი იტალიელმა ჟურნალისტებზე თქვა, მაგარი ჭკვიანი ხალხია, თუნდაც იმიტომ, რომ გაკრიტიკებენ თამაშის დაწყებამდე და არა მის მერეო. ამის შემდეგ, რეალმა რამდენიმე დამაჯერებელი თამაში ჩაატარა, თუმცა შემდეგ ისევ მოუკლო და ჟურნალსიტების და ფანების უკამყოფილებამ პიკს იანვრის ბოლოს მაიღწია, როცა რეალმა ბერნაბეუზე ლევანტესთან წააგო.

მიატოვიჩი და კალდერონი კი ლამის მთელი სეზონის მანძილზე კაპელოს სრულ ნდობას უცხადებდნენ და ზაფხულში, სწორედ მაშინ, როცა ექსპერტები ბჭობდნენ, თუ როგორ დააკომპლექტებდა მომავალი სეზონისთვის გუნდს იტალიელი სპეციალისტი, მაიტოვიჩი ადგა და კაპელოს გაშვება გადაწყვიტა. რა კაპელო რის კაპელო მაგის ხელში ლამაზი ფეხბურთის თამაში ჩვენ არ გვეღრისება, ლა ლიგას კი სხვა მწვრთნელიც მოგვაგებინებსო. ამ ფაქტმა რეალის ფანებს გული კი დაწყვიტა, თუმცა ბერნდ შუსტერის ამბიციურმა მოსვლამ მათი ხასიათი ოდნავ მაინც გამოასწორა. გერმანელმა საკმაოდ ორიგინალური სიტყვებით ყველა ფანს დიდი იმედი ჩაუსახა. კაპელომ რეალში იმიტომ ვერ “გაქაჩა”, რომ ამ კლუბის ფილოსოფია კარგად არ ესმისო, - გვეუბნებოდა(თუ გვაბოლებდა) ბერნდი ივლისში.

სეზონის შედეგობრივი შეჯამებით შუსტერმაც გაამართლა და კაპელომაც, თუმცა ძნელია იმის ვარაუდი, თუ როგორ ითამაშებდა რეალი დონ ფაბიოს ხელში, იტალიელი სპეციალისტი აღნიშნავდა, რომ პირველ სეზონში მისი მიზანი რომელიმე ტიტულის მოგება იყო, რაც შეასრულა კიდეც. აი როცა ლა ლიგა დასრულდა, მაშინ კი თქვა აგერ ნახეთ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგა თუ არ მოგაგებინოთო. ბევრმა, მიატოვიჩისა და კალდერონის თამადობით ეს სიტყვები “გედის სიმღერად” ჩათვალა და კაპელოს რეალში დარჩენის ძალიან დიდ სურვილს მიაწერა. თუმცა ერთი რამ ფაქტია, კაპელო რეალს ორ სხვადასხვა დროს, მხოლოდ ერთი სეზონით წვრთნიდა და ორივეჯერ ლა ლიგა მოიგო, თანაც ისე, რომ პრიმერაში ბარსელონასთან არ დამარცხებულა...
dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 6890
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (186)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)