ზიდანი:„გავოცდი, როდესაც დავინახე, რომ კრიშტიანოს უსტვენდნენ“

ზიზუმ „სოსიედადის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


ზინედინ ზიდანმა „სოსიედადის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„საკუთარი კარი მშრალად შევიანახეთ და მეტოქეს 3 გოლი გავუტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ბედნიერები ვართ და მუშაობას განვაგრძობთ.“

„კატალონიის „ბარსელონამ“ და „სევილიამ“ ქულები დაკარგეს. მაშასადამე სხვაობა გაიზარდა.“

„პირველ ტაიმში არ ვიყავით ისეთი აქტიურები, როგორც მეორეში, მაგრამ ორივე ნახევარში უპირატესობას ვფლობდით და გაცილებით მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი გვქონდა.“

„ძალიან დიდი მადლობა ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას, ისინი მხარს მხურვალედ გვიჭერდნენ, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კრიშტიანო რონალდუს მიმართ სასტვენების გაისმოდა. გავოცდი, როდესაც დავინახე, რომ პორტუგალიელს უსტვენდნენ, მან ხომ შესანიშნავად ითამაშა.“

„დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. გუნდს არ ეტყობოდა, რომ უკანა რგოლის პრობლემები ჰქონდა.“

„მომდევნო კვირაში ლუკა მოდრიჩი დაგვიბრუნდება, რაც ფრიად მნიშვნელოვანია. ხორვატი ფეხბურთელის შეცვლა ძალიან მიჭირს, ვინაიდან საოცარი ფიგურაა.“

„მატეო კოვაჩიჩმა შესანიშნავად ითამაშა, ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესი აშკარა და თვალნათლივია.“
„კომფორტულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ვინაიდან მეორეადგილოსანთან სხვაობა 4 ქულას შეადგენს.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 იანვარი 2017
  • 8983
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)