რამოსი:„მატჩის შემდეგ გასახდელში ყველას ვუთხარი, რომ დამშვიდდნენ“

სერხიო რამოსმა „სელტასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„მარადიული არაფერია, ისევე როგორც მოგებებია სერია და ასე შემდეგ. ჩვენ გვსურდა გამარჯვება და ამასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ რამდენიმე მომენტში არ გაგვიმართლა და მხოლოდ ფრეს დავჯერდით.“

„მატჩის შემდეგ გასახდელში შევედი და ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ დამშვიდნენ, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, თანაც ისეთ ტურნირებზე, როგორც ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგაა.“

„ტრავმირებული ფეხბურთელები? ეს არ არის გასამართლებელი არგუმენტი. ზიდანი საკუთარი შეგირდებით ამაყობს, ვინაიდან მოედანზე ნამდვილი ბრძოლა ვიხილეთ.“

„აუცილებელია, რომ „სელტას“ ½ ფინალში გასვლა მივულოცოთ, მათ ძალიან ბევრი იბრძოლეს.“

„სანტიაგო ბერნაბეუზე გაშვებულმა ორმა გოლმა და დაფიქსირებულმა წაგებამ დაღი დაგვასვა. დღეს „ბალაიდოსზე“ ორი ბურთის გატანა შევძელით და ფრე დავაფიქსირეთ, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.“

„ფეხბურთელები დაისვენებენ და აქცენტს ლა ლიგაზე გადაიტანენ, 3 კვირაში კი ჩემპიონთა ლიგის მატჩი გველის, სადაც უშეღავათო ბრძოლა იქნება, ამიტომ დიდი ყურადღებით და შემართებით თამაში გვმართებს. 1/8 ფინალი ძალიან საპასუხისმგებლო სტადიაა, რომელიც წარმატებით უნდა დავძლიოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 იანვარი 2017
  • 6564
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (216)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)