ზიდანი:„ითამაშებს თუ არა რონალდუ? დიახ“

ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სამეფო თასის ნახევარფინალის საგზური მოვიპოვოთ, ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ. წინ 90 წუთია, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ.“
„ხამეს როდრიგსი ხვალ არ იქნება, მაგრამ სულ მალე დაბრუნდება.“

„საბედნიეროდ, კოენტრაუს გამოყენება შეგვიძლია. დაცვაში არსებული პრობლემების ფონზე პორტუგალიელი ფეხბურთელის დაბრუნება ძალიან სასიხარულოა.“
„კოლექტივთან ერთად განაცხადში იქნება მარიანოც.“

„დღეს „რეალი“ არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც 2-3 თვის წინ იყო, რადგან ლაზარეთი სავსეა. დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ვითამაშოთ ისე, როგორც ადრე, რადგან გუნდის ლიდერები ტრავმირებულნი არიან, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ისე, როგორც ვიბრძოდით ადრე.“

„ჩვენ გვჭირდება ხალხის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ გასვლითი მატჩი გვაქვს, ქომაგების იმედს არ ვკარავთ.“

„კრიშტიანოს მიმართ სასტვენები არასდროს შეწყდება, ვინაიდან ის რონალდუა.“

„პორტუგალიელი ფეხბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება, მას დაზიანება აღარ აწუხებს და „სელტასთან“ ასპარეზობას შეძლებს.“

„მოდრიჩის, კარვახალისა და მარსელოს სახით ძალიან სერიოზული დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.“

„გრიზმანი? ჩემ თანამემამულეზე სალაპარაკო დრო ახლა ნამდვლად არ არის.“

„ვერაფერს გავაკეთებ, როდესაც ფეხბურთელები ტრავმას იღებენ. როდესაც რისკი არსებობს ყველანაირად ვცდილობ, რომ შეგირდს დასვენების საშუალება მივცე. გადატვირთვის გამო დაზიანება არავის მიუღია.“

„გუნდში შესანისნავია ატმოსფეროა, თითოეული ფეხბურთელი მზად არის იმისთვის, რომ იბრძოლოს.“

„ნებისმიერი ანგარიში, რომელიც „ლა კოპას“ ½ ფინალში გასასვლელად ხელს არ მოგვცემს მარცხად შეიძლება აღვიქვათ. თუნდაც 0-1 მოგება არაფერს ნიშნავს.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 იანვარი 2017
  • 7604
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)