უალტერნატივო სამეული - ექსპერტები ზიზუს რჩევას აძლევენ
„უალტერნატივო სამეული“-სწორედ ასე მონათლეს ესპანურმა გამოცემებმა ისკო ალარკონის, ტონი კროოსისა და კაზემიროს ტრიო...
ესპანელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ზინედინ ზიდანმა ნახევარდაცვაში ლუკა მოდრიჩის ნაცვლად ისკო ალარკონი უნდა გამოიყენოს, რომელსაც მხარს კროოსი და კაზემირო აუბამენ.
ტრავმიანობის ეპოქაში ზიზუს განსხვავებული შემადგენლობის გამოყენება მოუწევს, თუმცა გუნდს ყველაზე დიდი რესურსი ნახევარდაცვაში აქვს, რადგან ზემოხსენებული სამეულის გარდა მოედანზე გასვლა მატეო კოვაჩიჩსაც შეუძლია.
რაც შეეხება უკანა ხაზს, აქ პრობლემები გაცილებით მეტია, ამიტომ არჩევანის საშუალება არ არსებობს, აქ ზიზუ იმ ფეხბურთელებს გამოიყენებს, რომლებსაც მოედანზე გასვლა შეეძლებათ, თუმცა იმაზე ყველა თანხმდება, რომ დანიელ კარვახალისა და მარსელოს გარეშე დაცვის ფლანგები მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგება.
- 23 იანვარი 2017
- 5951
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.