ზიდანი:„კრიშტიანო ცენტრ-ფორვარდი არ არის“

ზინედინ ზიდანმა „მალაგასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ბრაზილიელ დანილოს 100%-ით ვენდობი და ვთვლი, რომ მას კიდევ შეუძლია მომატება. დანიელ კარვახალის არყოფნის დროს მისი როლი მნიშვნელოვანი იქნება.“

„არ ვიცი სასტარტოში ითამაშებს თუ არა ალვარო მორატა, მაგრამ ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ბოლო დროს ესპანელმა წინახაზელმა არაერთხელ დაიწყო თერთმეტეულიდან ასპარეზობა.“

„„მალაგა“ განსაკუთრებული ორგანიზებულობით გამოირჩევა, ამიტომ დიდი ყურადღებით თამაში გვმართებს.“

„ხამეს როდრიგესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაციის თქმა არ შემიძლია. ის აღდგენით პროცესს განაგრძობს და სავარაუდოდ, ორშაბათს დაგვიბრუნდება.“

„კრიშტიანო რონალდუს 100%-ით ვენდობი. რატომღაც წაგებას ყოველთვის პორტუგალიელს აბრალებებ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის.“

„ზეწოლას არ ვგრძნობ და მხოლოდ თამაშებზე ვარ ორიენტირებული. ვიცი, რომ ფეხბურთელებს ორი წაგების შემდეგ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა მოუწევთ, მაგრამ ერთიანობით ყველაფერი მოხერხდება.“

„კრიშტიანო რონალდუ ცენტრ-ფორვარდი არ არის, მაგრამ ამ პოზიციას შესანიშნავად ართმევს თავს. თუ გვსურს, რომ რონალდუსგან მაქსიმუმი მივიღოთ, სრული შ თავისუფლება უნდა მივცეთ.“

„ვიგოელებთან მარცხი ნამდვილად არ მესიამოვნა, მაგრამ ჩემ ბიჭებს შრომას ვერ დავუწუნებ.“

„აღდგენითი პროცესისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადეთ კარგად მოვმზადებულიყავით.“

„დანილოს მისამართით სტვენა „რეალს“ არაფერს არგებს. გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს პატივი უნდა სცენ, ვინაიდან ამით მოტივაციას გაზრდიან.“

„ლა ლიგაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ადგილს ვინარჩუნებთ და უნდა ვეცადოთ, რომ პოზიცია გავიმყაროთ, ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 იანვარი 2017
  • 6838
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)