ზიდანი:„პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ“

ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„არ გამკვირვებია, რომ „სელტამ“ ასეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ვიგოელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. ახლა კარგად უნდა დავისვენოთ და შემდეგ ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მოვემზადოთ, რადგან მნიშვნელოვანი პაექრობა გველის. ვიგოელებთან განმეორებით დაპირისპირებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პირობას გაძლევთ, რომ „სელტას“ წინააღმდეგ ბოლომდე დავიხარჯებით და ყველაფერს ვიღონებთ „ლა კოპას“ 1/2 ფინალში გასასვლელად.“

„ფეხბურთელებს მეტი ინტენსივობისკენ მოვუწოდებ, სხვა მხრივ პრობლემები არ გვაქვს. დღევანდელ მარცხს ჩემ თავზე ვიღებ. შეცდომებს გავაანალიზებთ და აუცილებლად ვითამაშებთ ისე, როგორც შეგვშვენის.“

„ანდალუსიაში მარცხმა გუნდზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ადრე თუ გვიან წავაგებდით. ჩვენ დიდი გუნდი ვართ და პრობლემებს აუცილებლად გავუმკლავდებით.“

„დანილომ კარგი მატჩი ჩაატარა. მიხარია, რომ ბრაზილიელმა მაღალ დონეზე იასპარეზა, ის ალბათ სასტარტოში ითამაშებს ლა ლიგის მომდევნო ტურშიც.“

„ლუკას ვასკესის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მან ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა და 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 იანვარი 2017
  • 7651
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)