ზიდანი:„ძალიან ბედნიერი ვარ რომ რამოსი დაბრუნდა“

ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მიუხედავად იმისა, რომ პირველ დაპირისპირებაში 3-0 ვიმარჯვეთ, ჩვენი მიზანი „სანჩეს პისხუანზე“ გამარჯვება იქნება. ვიცით, რომ რთული პაექრობა გველის, მაგრამ გაჩერებას არ ვგეგმავთ.“

„ჩვენ სოლიდური უპირატესობა გვაქვს, მაგრამ „სევილიას“ დასაკარგი არაფერი დარჩა. ეჭვი არ მეპარება, ადგილობრივი გუნდი საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ბოლომდე დაიხარჯება.“

„კრიშტიანო რონალდუ განაცხადს მიღმა დარჩა, რადგან ვთვლი, რომ დასვენება გვჭირდება. კრისი ყველა თამაშს აღარ ჩაატარებს.“

„ხამეს როდრიგესი შემადგენლობაში არ შევიყვანე, მას მცირე დაზიანება აქვს, აქედან გამომდინარე, გარისკვა არ ღირს.“

„მიხარია, რომ სერხიო რამოსი დაბრუნდა. გუნდთან ერთად არის ლუკას ვასკესიც, ასევე ვარჯიშობს კოვაჩიჩით. ნელ-ნელა სასურველ რიტმს ვუბრუნდებით.“

„ვერაფერს მოვახერხებთ. 2 კვირის მანძილზე „სევილიასთან“ დაპირისპირება 3-ჯერ გვიწევს, მაგრამ ბედს უნდა შევეგუოთ და მაქსიმალური შედეგებისთვის ვიბრძოლოთ.“

„ლა კოპა ჩემთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. იმედი მაქვს, ფინალში გავალთ და თასს დავეუფლებით.“

„არ მაინტერესებს პიკეს გამოსვლები და პოზიციების დაფიქსირება. ეს მისი აზრია, ის საკუთარ თავს აკონტროლებს. ჩემი საზრუნავი მადრიდის „რეალი“ და ხვალინდელი უმნიშვნელოვანესი მატჩი გახლავთ.“

„ტრიპლეტი? ეს ჩემი ოცნებაა. როდესაც ჩემი „რეალიდან“ წასვლის დრო მოვა, ტიტულების კოლექცია უნდა მქონდეს, ამისთვის ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ.“

„კაზემიროს აღდგენითი პროცესი ბრწყინვალედ მიმდინარეობს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დიდხანს იუქმა, აქედან გამომდინარე, ბევრს მუშაობს, რომ სასურველ კონდიციამდე მივიდეს. ხვალ ის ჩვენთან ერთად იქნება. ახალგაზრდა ფეხბურთელი საიმედოა, როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში.“

„ჩვენს მეტოქეს სამირ ნასრის სახით ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია სიტუაციის გამწვავება.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 იანვარი 2017
  • 6435
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)