მარსელოს პრესკონფერენცია

მარსელომ მცირე ტრავმა მოირჩინა, რის გამოც გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა. ბრაზილიელი უკანა ხაზელი ძალიან ბედნიერია, რადგან კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.


"სადაც საჭიროა იქ ვითამაშებ, მნიშნველობა არა აქვს ეს ნახევარმცველის პოზიცია იქნება, თუ მარცხენა მცველის. მთავარია გუნდის წარმატება და არა პიროვნული მიღწევები."

"ჩვენც და კატალონიელებსაც ძალიან რთული შეხვედრები გველის. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და "ბლაუგნარას" ფეხ და ფეხ მივყვეთ, გუარდიოლას შეგირდებს დიდი გამოწვევა ელით "ატლეტიკოსთან". იმედი მაქვს მადრიდელები წარმატებაში ხელს შეგვიწყობენ."

"მადრიდის "რეალი" ყოველთვის და ყველგან ფავორიტის სტატუსით სარგებლობს, მაგრამ "ლიონის" შესაძლებლობები ყველა ჩვენთაგანს კარგად მოეხსენება. უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ შევამჩნევთ, რომ ყველა ის შეხვედრა რომელიც ფრანგებთან გავმართეთ, ძალიან რთული და ძნელადპროგნოზირებადი გამოდგა. ჩვენი მთავარი მიზანია გასვლაზე მივაღწიოთ წარმატებას, რადგან "სანტიაგო ბერნაბეუზე" მშვიდი თამაშის საშუალება მოგვეცეს."

"ოლიმპიკის" ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად ლისანდრო ლოპესის მოქმედებანი მხიბლავს. არგენტინელი მართლაც, რომ საუცხოო ფორმაშია. მისი ბევრი თამაში მაქვს ნანახი და ვიცი თუ რას წარმოადგენს. ფრანგების მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ ლისანდროა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ცენტრალური მცველები მის განეიტრალებას მოახერხებენ."

"კონტრაქტის გახანგრძლივებამ ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა. სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ისეთი დიდებული კლუბი, როგორიც მადრიდის "რეალია", შენს მიმართ სრულ ნდობას გამოხატავს."

"რაულის ან ნებისმიერი მადრიდელის სხვა გუნდში ხილვა ვერ წამომიდგენია. ელ კაპიტანო ჩვენი კერპი, ფენომენი და უბრალოდ დიდი მადრიდული ოჯახის უფროსია."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 11 თებერვალი 2010
  • 1378
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)