ბარტეზი:„ზიდანს ყოველთვის განსხვავებული ხედვა ჰქონდა“

საფრანგეთის ნაკრებისა და მანჩესტერ „იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მეკარემ, ფაბიენ ბარტეზმა ზინედინ ზიდანზე ისაუბრა...


„ზინედინ ზიდანი გენიოსია და ეს არაერთხელ დამტკიცდა. ფრანგი ფეხბურთელი ყოველთვის განსაკუთრებული და განსხვავებული ხედვით გამოირჩეოდა. ის დადგა, ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც პელე, მარადონი, კრუიფი და სხვები იყვნენ, ახლა კი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და მრავალ გამოწვევას უპასუხა სათანადოდ.“

„ზიდანს უყვარს ფეხბურთი, უყვარს შეტევა, უყვარს სანახაობა. ეს არის ადამიანი, რომელიც სპორტის ამ სახეობით ცხოვრობს.“

„ფრანგ ლეგენდას ფეხბურთელებოს დროსაც ჰქონდა ლიდერის თვისებები. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ადრეც და ახლაც. ფეხბურთელები ზიზუს უსმენენ, მის სიტყვას ფასი აქვს. ზინედინს საფრანგეთის ნაკრები არაერთხელ დაუყენებია ფეხზე, მისი ქარიზმა ყოველთვის განსაკუთრებული იყო.“

„ჩვენ ერთად ვთამაშობდით და წლების მანძილზე დიდ პატივს ვცემდი არამხოლოდ, როგორც ფეხბურთელს, არამედ შესანიშნავ და პატიოსან ადამიანს. ზიზუ ყოველთვის იმ გზას ადგას, რომელიც გამარჯვებამდე მიდის.“

„1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზინედინი სათავეში „რეალს“ ჩაუდგა და უდიდესი გამოწვევა მიიღო. ალბათ კარგად ხვდებით, რამხელა ზიანი მიადგებოდა ახალბედა მწვრთნელის კარიერას, თუ მადრიდულ გუნდში ფიასკოს განიცდიდა. ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პროფესიონალთან, რომელმაც საკუთარი კლასი უკვე დაამტკიცა.“

„პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი? სანტუშმა მართლაც საოცრება შეძლო. ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის. ეს ტურნირი ხომ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ვინ მიიღებს საუკეთესოს წოდებას, ამას სულ მალე გავიგებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 დეკემბერი 2016
  • 2993
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)