ვალდანო ,,მარკასთან" და ,,ასსთან"

მადრიდის ,,რეალის" სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ, ,,ბლანკოსში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.


,,გუნდი გასვლაზეც და სახლშიც ძალიან კარგად ასპარეზობს. 8 ახალი ფეხბურთელი ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს შესანიშნავად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".

,,ჩემი აზრით, გუნდი აზრიანად და ნაყოფიერად შეიცვალა. ჩვენ ეს პროექტი იმიტომ განვახორციელეთ, რომ გვინდა შარშანდელი კაშკაშა ,,ბარსელონა" ხალხს დავავიწყოთ, რაც ძალიან რთული იქნება. ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ და შეგვიძლია ლამაზი ფეხბურთის ჩვენება. მოდით დასკვნები სეზონის ბოლოს გამოვიტანოთ".

,,ჩვენი დაცვა, ნახევარდაცვის ხაზთან ძალიან ახლოსაა დაკავშირებული, რაც გააზრებული ფეხბურთის ჩვენების უმთავრეს საბაბს გვაძლევს. ადრე კონტრიერიშებს ვანხორციელებდით, ახლა კი მოედანზე ვდომინირებთ, რაც მანუელ პელეგრინის დამსახურებაა. მან დრო მოითხოვა გუნდის შეთამაშებისთვის და ჩვენ მისი გვესმის".

,,კრისშტიანუ ორი თვე გვაკლდა და გუნდს ეს ძალიან დაეტყო, ასევე გუნდის ლაზარეთში იყო ბრაზილიელი კაკაც, რომელმაც ერთი თვე გამოტოვა. ახლა კი პეპეს აწუხებს ძალიან მძიმე და გრძელვადიანი ტკივილები და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. ამ დანაკლისების მიუხედავათ გუნდი აგრძელებდა და აგრძელებს პოზიტიურ გამოსვლას, რადგან ჩვენი გუნდი ნამდვილი პროფესიონალებით არის მოცული".

,,გულშემატკივრები არ უნდა ბრაზობდნენ იმის გამო, რომ ჩვენ ,,ელ კლასიკო" წავაგეთ, ასევე ფრე ვითამაშეთ ,,ოსასუნასთან" მატჩში და ,,ბილბაოსთან" დავმაცხდით. ,,რეალიც" ადამიანთა გუნდისგან შედგება და შეცდომა ყველას მოსდის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ ახალი გუნდი გვყავს, ძალიან კარგ შედეგებს ვაჩვენებთ".

,,კლუბი რაულს პატივს სცემს იმის გამო, რომ ესპანელს ,,რეალი" უზომოდ უყვარს. ჩვენი კარი მისთვის ყოველთვის ღიაა ფეხბურთშიც და მის შემდეგაც. ჩვენ ყველა მისნაირ ადამიანს ვცემთ პატივს, რადგან ის შესანიშნავი პიროვნებაა" დაასრულა ვალდანომ.


ინფორმაციის წყარო:realmadrid.com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)