რამოსი:„ბოლო წუთებზე გატანას, მირჩევნია გუნდი მშვიდად იგებდეს“

სერხიო რამოსმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ გვაქვს მოგების შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთხელ უკვე მოვიგე და არც დუბლის შესრულებაზე ვიტყვი უარს. თითოეული წარმატება ახალი გამოწვევისს სათანადო მიღებაა. მიხარია, რომ იაპონიაში ვიმყოფები და ფინალისტის სტატუსითვსარგელობ.“

„მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ შეხვედრაში ვიბრძოლეთ, მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლები და ახლა წარმატების შემთხვევაში, მომდევნო წელს მაისურზე მსოფლიო ჩემპიონის მაინდიფიცირებელი ლოგოც გვექნება. უნდა გავერთიანდეთ, ძალების მობილიზება მოვახდინოთ და მაქსიმალური შედეგი დავდოთ.“

„100%-ით მზად ვარ. აღდგენითმა პროცესმა ბრწყინვალედ ჩაიარა. მთელი კვირის მანძილზე განცალკევებით ვემზადებოდი, მაგრამ გუშინ და დღეს სათანადო დატვირთვა მივიღე. „კაშიმას“ წინააღმდეგ აუცილებლად ვიასპარეზებ.“

„მიხარია, რომ იმ გუნდის კაპიტანი ვარ, რომელსაც სათავეში ზინედინ ზიდანი უდგას. ფრანგი ლიდერია, როგორც მოედნის ხაზთან, ასევე გასახდელში. ზიზუს ყველა ფეხბურთელთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს, მისი მოსვლის შემდეგ კოლექტივში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.“

„მირჩევნია, რომ გუნდი ყველა მატჩს კომფორტულად ამთავრებდეს და ბოლო წუთებში არაფერი წყდებოდეს. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში გოლის გატანა უდიდეს სიხარულს განიჭებს, თუმცა მანამდე ძალიან ბევრს ნერვიულობს, როგორც გუნდი, ასევე თითოეული ქომაგი.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 დეკემბერი 2016
  • 5895
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)