ზიდანი:„რონალდუ ოქროს ბურთს კიდევ მოიგებს“

ზინედინ ზიდანმა იაპონიაში პირველი წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„ვაფასებთ იაპონელი ხალხის მხარდაჭერას, მათ ძალიან უყვართ მადრიდის „რეალი“. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდებით ოქროს მედლებს დავეუფლოთ, მომდევნო პაექრობებს სერიოზულად ვუდგებით და ვთვლით, რომ დიდი ძალისხმევის გაღება გვმართებს.“

„ხვალ მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. „ამერიკას“ შესწავლა 3 დღეში შეუძლებელია, მაგრამ ღრმად მწამს, თუ ფეხბურთელები შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ გამარჯვებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას მოვახერხებთ.“

„გუნდის კაპიტანი ხვალ არ ითამაშებს. სერხიო რამოსს მცირე დისკომფორტი აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია. ესპანელმა ხანგრძლივი ფრენის წინ „დეპორტივოსთან“ 90 წუთი ითამაშა და გადაიღალა.“

„რა თქმა უნდა, იქნება პრობლემები, მაგრამ ყველა ბარიერი უნდა გადავლახოთ. მე ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია და ის გაიმარჯვებს, ვინც მეტად დაიხარჯება.“

„არ მაინტერესებს სხვა გუნდების თამაშები და შედეგები, მხოლოდ ხვალინდელ პაექრობაზე ვარ ორიენტირებული.“

„მე ვიცნობ ჩვენი მეტოქის მთავარ მწვრთნელს, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.“

„საჭიროა, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ და შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ. ყველაზე რთული ადაპტაციაა, ვინაიდან იაპონიაში ყველაფერი განსხვავებულია.“

„35 წაუგებელი მატჩის შემდეგ 36-ეზე წაბორძიკება მაინც წარუმატებლობად ჩაითვლება. ეს ფეხბურთია, სადაც მუდამ გამარჯვებას გთხოვენ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ წაუგებელ შეხვედრათა სია ძალიან დიდი იყოს.“

„თუ ვინმე თვლის, რომ მადრიდის „რეალი“ ფავორიტია, მე არ ვეთანხმები. საკუთარი შეხედულებები მაქვს და ვიცი, რომ რთული პაექრობა გველის.“

„კრიშტიანო რონალდუს ძალიან დიდი მოტივაცია აქვს. პორტუგალიელი ფეხბურთელი „ამერიკას“ წინააღმდეგ აუცილებლად გავა მწვანე მინდორზე.“

„არ გამოვრიცხავ, რომ „რეალის“ ვერცერთმა ფეხბურთელმა ვეღარ მოახერხოს ის, რაც რონალდუმ შეძლო. მადრიდში ასპარეზობისას „შვიდიანმა“ სამჯერ მიიღო ოქროს ბურთი და საოცარი რეკორდები დაამყარა. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი მაჩვენებელი.“

„ვეცდები, მოედანზე საუკეთესო თერთმეტეული გავიყვანო. რამოსი გამოგვაკლდება, მაგრამ მისი შეცვლის რესურსი ნამდვილად არსებობს.“

„„ამერიკას“ ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ, ვინაიდან მათი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ამით ყველაფერია ნათქვამი.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 დეკემბერი 2016
  • 6690
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)