რამოსი:„„ბარსელონა“ ძალიან დიდი გუნდია“

ზინედინ ზიდანთან ერთად პრესკონფერენციაზე სერხიო რამოსი იმყოფებოდა...


„ძალიან კარგად მახსოვს პირველი გოლი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში გავიტანე. ეს იყო დაუვიწყარი მომენტი ჩემ ცხოვრებაში.“

„ის, რაც საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით ისმის, ძალიან სამწუხაროა. არაერთი ფეხბურთელი გაეხვა სკანდალში, რომელიც უსაფუძვლო იყო. პირადად მე ყველა გადასახადს პირნათლად ვიხდი და არავითარი დარღვევა არ მაქვს, თუ ვინმეს ჩემ მიმართ ეჭვები აქვს, შეუძლია შეისწავლოს საქმე და დასკვნა გააკეთოს.“

„კატალონიის „ბარსელონა“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელთანაც ჩვენ ლა ლიგაში 6 ქულიანი სხვაობა გვაქვს. მიხარია, რომ მათ მოედანზე გავიტანე და გუნდს ქულა მოვუტანე.“

„ზინედინ ზიდანი ძალიან დიდი მოტივატორია. მიხარია და ამაყი ვარ, რომ მასთან ერთად მოედანზე გასვლა და თამაში მიწევდა, ეს ჩემთვის მართლაც საამაყო იყო. ფრანგი ლეგენდა უდიდეს ძალას გვაძლევს, რაც წარმატების მიღწევაში გვეხმარება. მზად ვართ, ზინედინთან ერთად თავდადებულებმა ვიბრძოლოთ.“

„არ მსურს კლოს გომესზე საუბარი. სიმართლე გითხრათ, განმეორებით არცერთი მომენტი არ მინახავს, ამიტომ კრიტიკას თავს ავარიდებ.“

„ბევრი პარალელს შარშანწინდელთან ავლენს, როდესაც მთავარი მწვრთნელის რანგში კარლო ანჩელოტი გვევლინებოდა და „ბლანკოსი“ ბრწყინვალე ფორმაში იყო. ჩვენ მაშინაც, პირველ ადგილზე ვიყავით და მრავალმატჩიანი მოგებების სესია „გამოვაცხვეთ“, საბოლოოდ კი ვერაფერი მოვიგეთ. ახლა იგივე არ განმეორდება, შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლეთ. შიდა ჩემპიონატი წლებია არ მოგვივია და ვალდებულნი ვართ, ბოლომდე დავიხარჯოთ.“

„კარიმ ბენზემა ბრწყინვალე ფორვარდია და გუნდს ყველაზე დიდ დახმარებას სწორედ მაშინ უწევს, როდესაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.“

„კრიშტიანო რონალდუსთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ერთ ღირებულებებს ვიზიარებთ.“

„„ელ კლასიკოში“ გატანილი გოლი, ჩემ პატარა შვილს მივუძღვენი.“

„მადრიდის „რეალს“ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს, ამიტომ ისინი ხვალ გამარჯვებას იმსახურებენ. ჩემპიონთა ლიგაზე თითოეული თამაშის მოგება ძალიან სასიამოვნოა.“

„ნათელია, რომ კრიშტიანო რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებს. მე ხმას სწორედ „შვიდიანს“ ვაძლევ, ვინაიდან ის ნამდვილად ლეგენდაა.“

„ვიმედოვნებ, „დორტმუნდს“ რამდენიმე გოლს გავუტანთ, საკუთარ კარს კი მშრალად შევინარჩუნებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 დეკემბერი 2016
  • 8052
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)