ზინედინ ზიდანი:„გუნდში შესანიშნავი სიახლეებია“

ზინედინ ზიდანმა „დორტმუნდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საშინაო არენაზე ვთამაშობთ. მეტოქე საკმაოდ დიდ პრობლემებს შეგვიქმნის, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ გამარჯვების მისაღწევად და მორიგი სამი ქულის მოსაპოვებლად.“

„ხამეს როდრიგესის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. კოლუმბიელი ფეხბურთელი ბოლო დროს განსაკუთრებული მონდომებით ვარჯიშობს და ცდილობს, მეტი სათამაშო დრო მოიპოვოს.“

„ბენზემა ბევრს მუშაობს და ცდილობს, ყველა შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვოს. არის პაექრობები, სადაც ის მოწოდების სიმაღლეზე არ დგას და ასევე გვაქვს შემთხვევები, როდესაც ფრანგი „ცხრიანი“ ძალიან მაღალ დონეზე გამოდის და გუნდს ეხმარება.“

„გუნდში შესანიშნავი ამბები გვაქვს. ტონი კროოსი ლაზარეთიდან დაბრუნდა და ნელ-ნელა ფორმას აღიდგენს, იგივეს თქმა შემიძლია ალვარო მორატაზეც.“

„გარეთ ბეილზე კითხვის დასმას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, ვინაიდან უელსელის რეაბილიტაციას თვეები სჭირდება.“

„აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს დიდ ყურადღებას ვაქცევ და ვცდილობ, ყველას ხელი შევუწყო, რათა შესაძლებლობების გამოვლენა მოახერხოს, გამონაკლისი არც ხამეს როდრიგესია.“

„კრიშტიანო რონალდუ გერმანელთა წინააღმდეგ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს, ის მზად არის.“

„ფაბიო კოენტრაუ დაგვიბრუნდა, პორტუგალიელის მცირეხნიანმა სარეაბილიტაციო კურსმა წარმატებით ჩაიარა და ის მოედანზე გასასვლელად სრულ მზადყოფნაშია.“

„ბენზემას „ნოუ კამპზე“ არ გაუტანია, მაგრამ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა და გუნდურ სულისკვეთებას ითავისებდა. „ცხრიანმა“ არაერთ მომენტში ითამაშა კარგად.“

„თუ გვსურს, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ დავამარცხოთ, აგრესიული ფეხბურთის თამაში მოგვიწევს. ყურადღება ინტენსივობასა და სისწრაფეზე უნდა გამახვილდეს.“

„ის, რომ გუნდში ასეთი საბრძოლო სულისკვეთებაა თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა. ბედნიერი ვარ, რადგან ნამდვილად პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა, ამ ფეხბურთელებისთვის ტიტულების მოგება უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია.“

„გამიმართლა? დიახ, ნამდვილად გამიმართლა, რადგან ჯერ ფეხბურთელის, ხოლო შემდეგ მწვრთნელის რანგში მოვხვდი ისეთ კლუბში, როგორიც მადრიდის „რეალია“. ვინც ფიქრობს, რომ კარგი ბედი მაქვს, ნამდვილად არ მსურს, რომ შევეწინააღმდეგო.“

„გუნდი ფიზიკურად კარგად მოემზადე და მიზანს მხოლოდ 3 ქულის მოპოვება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დავასრულებთ.“

„სამ დღეში ერთხელ თამაში ნამდვილად არ არის იოლი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენი მეტოქეები ძალიან ძლიერ გუნდებს წარმოადგენენ. „ელ კლასიკოს“ შემდეგ, შუა კვირა „ბორუსიას“ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა, რომელიც უნდა მივიღოთ და „ბერნაბეუზე“ შეკრებილ პუბლიკას დიდი სიხარული მივანიჭოთ.“

„გუნდში არსებობს შესაბამისი რესურსი, ამიტომ ფეხბურთელები გადაღლილები არ არიან.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 დეკემბერი 2016
  • 6574
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)