ავტორიზაცია
  • ქართველი
  • მადრიდისტები
  • „საუკუნის დაბრუნება“ მადრიდის „რეალში“?

    „საუკუნის დაბრუნება“ მადრიდის „რეალში“?

    ესპანური გამოცემები ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვამცნობენ...

    ამ შემთხვევაში მთავარი გმირები მესუთ იოზილი და ანხელ დი მარია არიან. ორივე მოთამაშე მადრიდში ბრწყინავდა, მაგრამ სხვა გუნდებში სასურველი დონის ჩვენება წარმოუდგენელი გახდა.

    იოზილი

    მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ნახევარმცველი „არსენალში“ საკმაოდ ეფექტურად გამოდის და ხშირი „ასისტებით“ გამოირჩევა, ის ჯერ კიდევ ვერ ახერხებს იმ დონის ჩვენებას, რასაც ესპანეთის დედაქალაქში აჩვენებდა. მესუთს ასაკი ემატება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ მისულა იმ წერტილამდე, როდესაც დაღმასვლას დაიწყებს.

    დი მარია

    არგენტინელი ესპანეთის დედაქალაქიდან სკანდალურად წავიდა, მისი გუნდი „იუნაიტედი“ გახდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. ანხელი ამჟამად „პსჟ“-ში გამოდის და თანაც საკმაოდ ეფექტურად, მაგრამ მესუთის მსგავსად იმ კლასს ვეღარ აჩვენებს, რასაც „რეალში“ აჩვენებდა.

    ესპანეთში იუწყებიან, რომ შეთავაზების შემთხვევაში, ორივე ფეხბურთელი მზად არის მადრიდული გუნდის რიგები 2018 წლიდან გააძლიერონ. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ორივე ტრანსფერი „საუკუნის დაბრუნებად“ მოინათლება.

    შეგახსენებთ, დი მარია და იოზილი 1988 წელს არიან დაბადებულნი. dle 10.1

    29 ნოემბერი 2016
    11680
    0
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    რეკლამა

    ლა ლიგის ბომბარდირები

    N
    ფეხბურთელები
    გოლი
    1
    მესი
    19
    2
    ბენზემა
    14
    3
    სუარესი
    11

    ჩემპ. ლიგის ცხრილი

    გუნდი
    1 პსჟ 6 5 1 0 16
    2 რეალი 6 3 2 1 11
    3 ბრიუგე 6 0 3 3 3
    4 გალათასარაი 6 0 2 4 2
    რეკლამა
    გამოკითხვა
    ?
    დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...
    რამოსი
    მარსელო
    ბენზემა
    კროოსი
    მოდრიჩი
    აზარი
    ბეილი
    კაზემირო
    რეკლამა