კოვაჩიჩი მესის გასანეიტრალებლად?

პრიმერა დივიზიონის პირველი წრის ცენტრალურ მატჩამდე 5 დღით ადრე, ზიდანი განიხილავს გარკვეულ ტაქტიკურ სქემებს, რომელიც წარმატებას მოუტანს თავის გუნდს.


კაზემირო რომ სასურველ კონდიციებში იყოს, ფრანგ დამრიგებელს ნაკლები საფიქრალი ექნებოდა.მართალია, ბრაზილიელმა საყრდენმა სრული დატვირთვით ვარჯიში განააახლა, მაგრამ ჯერ უცნობია, საერთოდ შევა თუ არა "ელ კლასიკოს" განაცხადში.ამას ემატება კროოსის ლაზარეთში ყოფნაც.

შესაბამისად, ზიდანი მთავარ იმედებს მოდრიჩსა და კოვაჩიზე ამყარებს.მისი აზრით, სწორედ მატეომ უნდა იტვირთოს შუახაზის ბურჯობა, რაც პირველ რიგში, მესის განეიტრალებას გულისხმობს.

44 წლის სპეციალისტის სურვილია, რომ "რეალმა" ისეთივე ნაყოფიერად იმოქმედოს ნახევარდაცვაში, როგორც გუნდების წინა ჯახის დროს.მაშინ, შავის სამუშაოს უბადლო შემსრულებლად კაზემირო მოგვევლინა, რომელმაც მხოლოდ 3–ჯერ მისცა კატალონიელებს კარში დარტყმის საშუალება.

რამდენად შეძლებს კოვაჩიჩი დავალების წარმატებით შესრულებას, მეორე საკითხია, თუმცა სამწვრთნელო შტაბს მისი კლასის, მონდომებისა და ფიზიკური კონდიციების იმედი აქვს.ხორვატი ნახევარმცველი მართლაც შთამბეჭდავად მოქმედეებს ბოლო პერიოდში და შეიძლება ითქვას, რომ ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა.

MARCA dle 10.1

  • Madri
  • 28 ნოემბერი 2016
  • 4068
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)