ნაჩო თვალშისაცემ პროგრესს განიცდის

სამეფო კლუბის ფეხბურთელი თვალშისაცემ პროგრესს განიცდის.


ბოლოდროინდელი საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, ზიდანს არაერთ გზის მოუწია სათადარიგო ფეხბურთელის გამწესება სასტარტო თერთმეტეულში.პეპესა და რამოსი გახშირებული ტრავმიანობის ფონზე, საფეხბურთო მიმომხილველები "რეალის" დაცვითი რგოლის წარუმატებელი თამაშის მოლოდინში იყვნენ, თუმცა მათი პროგნოზები არ გამართლდა.

ბევრისთვის მოულოდნელად, საქმეში ჩართულმა ნაჩო ფერნანდესმა ცხადყო, რომ ტყუილ–უბრალოდ არ ელოდება შანსს."ექვსიანის" მშვიდმა, დამაჯერებელმა და საიმედო ასპარეზობამ კმაყოფილი დატოვა მწვრთნელი და გულშემატკივრები.

ნაჩოს მოურინიომ გაუხსნა გზა პირველი შემადგენლობისაკენ და ეს დაახლოებით 7 წლის უკან მოხდა.მას შემდეგ, ფეხბურთელი მუდმივად აცხადებს, რომ "რეალის" ერთგული მეომარია და თავდაუზოგავად მუშაობს, რათა საჭიროების შემთხვევაში არ დააღალატოს თანაგუნდელები.მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ახერხებს სწორი მიმართულებით მოძრაობას და რაც დრო გადის, გაცილებით ძლიერ ფიგურად ყალიბდება.

სტატისტიკურად, როდესაც ფერნანდესი მწვანე მინდორზეა, "ბლანკოსი," ფაქტობრივად, არ აგებს.მან უკვე 88–ჯერ მოირგო თეთრი მაისური, საიდანაც მხოლოდ 5 შემთხვევაში დატოვა მოედანი დამარცხებულმა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაჩო უნივერსალური მცველების რიგებს მიეკუთვნება.უპრობლემოდ თამაშობს როგორც ცენტალურ, ასევე მარჯვენა განაპირა მცველის პოზიციაზე.არის მატჩები, როდესაც უკანა ხაზში ნაყოფიერი გამოსვლის გარდა, ახერხებს გოლის გატანასა და ასისტის გაკეთებას.ალბათ, კიდევ ბევრჯერ გაგვახსენდება მისი დიდებული გასროლა "ლეონესას" კარში.

ახალგაზრდა მცველს დიდ ნდობას უცხადებენ ეროვნულ ნაკრებშიც.

MARCA dle 10.1

  • Madri
  • 28 ნოემბერი 2016
  • 2479
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)