ზიდანი:„მოსაგებად მზად ვართ“

ზინედინ ზიდანმა პორტუგალიაში პრესკონფერენცია გამართა...


„ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე საკმაოდ სერიოზული გუნდია, რაც მადრიდშიც დამტკიცდა. მაშინ ჩვენ გაგვიმართლა, სხვა შემთხვევაში ცუდ შედეგს მივიღებდით. კარგ შეხვედრას ველი. თითოეული ფეხბურთელი მოსაგებად მზად არის.“

„რამდენიმე დაშავებული გვყავს, მაგრამ რესურსი არსებობს. ვეცდები, საუკეთესო თერთმეტეული შევარჩიო.“

„ღრმად მწამს, რომ ხვალ ძალიან რთული მატჩი გველის, ამიტომ დიდი კონცენტრაცია გვმართებს. „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ 3 ქულას აუცილებლად მოვიპოვებთ. მოტივაცია ძალიან დიდი გვაქვს, მაგრამ სირთულეებსაც ვაცნობიერებთ. გუნდი საკუთარ სტილს არ უღალატებს. რამდენიმე ტაქტიკის შემუშავება შეიძლება, მაგრამ ფილოსოფია არ შეიცვლება.“

„ბენზემა და რამოსი? ხვალ ყველაფერს იხილავთ, შემადგენლობაზე ახლა საუბარი ნამდვილად ნაადრევად მიმაჩნია.“

„კრიშტიანო რონალდუ ყველაზე არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია. არ გამოვრიცხავ, პორტუგალიელმა კვლავ ჰეთ-თრიკი შემოგვთავაზოს, ის ძალიან სახიფათოა.“

„ზუსტად 1 წლის წინ „რეალმა“ ბერნაბეუზე „ბარსელონასთან“ 0-4 წააგო, რამაც ქომაგების დიდი რისხვა გამოიწვია. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მომდევნო „ელ კლასიკო“ წარმატებული იქნება და „ბლაუგრანას“ გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ.“

„ჩვენი ინტერესი მხოლოდ ხვალინდელ დაპირისპირებაზეა მიმართული. არ გვაინტერესებს სატურნირო მდგომარეობა, კრიტიკოსთა აზრი და ასე შემდეგ. ხვალ „ბლანკოსმა“ უნდა გაიმარჯვოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2016
  • 6727
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)