ნავასი:„ყველა თამაშის მოსაგებად მზად ვართ“

კეილორ ნავასმა პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდი ძალიან კომპაქტურად თამაშობს და მაქსიმალურად ცდილობს, მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. მოხარული ვარ, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს, საოცარი ატმოსფერო სუფევს, რაც ნაჩვენებ შედეგებზეც აისახება. მადრიდის „რეალი“ ყველა შეხვედრის მოსაგებად მზადაა.“

„მეტოქე მაქსიმუმს გაიღებს იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი დადოს და მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს, ამიტომ დიდი ყურადღებით თამაში გვმართებს.“

„თავმდაბალი ადამიანი ვარ და საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა მეამაყება, როდესაც საუკეთესო მეკარეებს შორის მომიხსენიებენ. მადრიდის „რეალს“ არაერთი სახელოვანი კარის დარაჯი ჰყოლია. მიხარია, რომ მათ სიას მეც შევუერთდი. ვფიქრობ, გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯო და ყოველდღე მაქსიმუმი გავაკეთო.“

„თუ 100%-ით დაიხარჯები, შედეგი აუცილებლად მოვა. ამ ლოზუნგის ირგვლივ „ბლანკოსის“ თითოეული შეგირდი ერთიანდება.“

„როდესაც კარს მშრალად ვინახავ, ძალიან ვბედნიერდები, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი გუნდის გამარჯვებაა. ფეხბურთელები ძალიან ბევრს იბრძვიან და შრომობენ. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის თასის დაცვას შევძლებთ.“

„პორტუგალიურ სპორტინგს ნახევარდაცვაში საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც სიღრმიდან შესანიშნავად თამაშობენ და შეტევის გამწვავება შეუძლიათ, ამიტომ უდიდესი ყურადღებით თამაში გვმართებს. პირველ მატჩში „სპორტინგმა“ მოლოდინს გადააჭარბა, ეჭვი არ მეპარება, პორტუგალიელები მოუმატებენ.“

„კრიშტიანო რონალდუ სამშობლოში დაბრუნდა. აქ მას საოცრად დახვდნენ, ვინაიდან ძალიან უყვართ. „შვიდიანმა“ პირველი ნაბიჯები სწორედ „სპორტინგში“ გადადგა. მიხარია, რომ მას ასე აფასებენ.“

„რონალდუ დიდი პროფესიონალია და ყოველდღიურად ძალიან ბევრს შრომობს. ეჭვი არ მეპარება, ის ხვალ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2016
  • 2017
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)