ზიდანი:„კოპა დელ რეი ჩემთვის ახალი გამოწვევაა“

ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...


„კოპა დელ რეი ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ყველამ კარგად ვიცით, ამ ტურნირის მნიშვნელობის შესახებ.“

„განაცხადში ცვლილებები შევიტანე, ვინაიდან ვთვლი, რომ „ლეონესასთან“ მატჩისთვის 16 მოთამაშე საკმარისი იქნება.“

„კრიშტიანოს მომენტები? ამაზე საუბარი ზედმეტია. მორატას გოლმა წინა მატჩში ყველაფერი გადაწყვიტა და თითოეულ თანაგუნდელს დიდი სიხარული მიანიჭა.“

„არ არის აუცილებელი, კრიშტიანომ ყველა მატჩში დუბლი და ჰეთ-თრიკი შემოგვთავაზოს, ის ისედაც ბევრ საქმეს აკეთებს და პროდუქტიულია.“

„სტვენა? წინა პაექრობაში გულშემატკივართა მხრიდან უარყოფითი სიგნალი რამდენჯერმე გაისმა, თუმცა მერწმუნეთ, ეს არაფერს ნიშნავს. ქომაგები ძალიან მომთხოვნები არიან და ხანდახან მეტისმეტის მიღება სურთ.“

„მიხარია, რომ ფაბიო კოენტრაუ განაცხადში მოხვდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არის.“

„როტაცია აუცილებლად იქნება, რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მიეცა. სასტარტო შემადგენლობის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ჩამოყალიბებული არ ვარ.“

„ბენზემა, რონალდუ და ბეილი დაისვენებენ. მადრიდის „რეალი“ სამ ფრონზე იბრძვის, აქედან გამომდინარე, ძალებია გადანაწილება ურიგო არ იქნება. ვფიქრობ, BBC-ს შეცვლა შესაძლებელია.“

„მორატას და ლუკას ვასკესის გამოყენება ძალიან დიდ შედეგებს გვიჩვენებს. ორივე ესპანელი ბრწყინვალედ ერთვება თამაშში და გუნდს დახმარებას უწევს.“

„მარიანოს გარჯით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ახალგაზრდა ფორვარდს დიდი მომავალი აქვს. არ ვიცი, წავა თუ არა იჯარის წესით იანვარში.“

„ხვალ კიკო კასილიას სასტარტო შემადგენლობაში იხილავთ, ხოლო რა მოხდება მომავალში ნამდვილად ვერ გეტყვით.“

„კაზემიროს აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ექიმებთან კონსულტაციას ყოველდღიურ რეჟიმში გავდივარ.“

„მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა, ამიტომ თითოეულ დაპირისპირებაში გამარჯვებისთვის ვიბრძვით.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 ოქტომბერი 2016
  • 2187
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)