ზიდანი:„დიდი პრობლემები მაქვს“

ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მუშაობა გრძელდება, ოქტომბრის მეორე ნახევარში კალენდარი გადაიტვირთა, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს. მიხარია, რომ სამშაბათის შემდეგ რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება შევძელი და გუნდი უკეთ მოემზადა.“

„ფლორენტინო პერესი შესანიშნავ სამუშაოს ატარებს, გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებთან კონტრაქტებს ვახანგრძლივებთ, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ისინი მადრიდში ბედნიერები არიან და დედაქალაქში დარჩენა წლების მანძილზე სურთ.“

„კაზემიროს დაბრუნებაზე ლაპარაკი ჯერ-ჯერობით ადრეა, ვინაიდან ბრაზილიელი სერიოზული ტრავმის მოშუშების პროცესშია. კარგ შედეგად ჩავთვლი, რომ ახალგაზრდა მოთამაშე 2016 წელს რამდენიმე პაექრობაც მაინც გამართავს. სიჩქარე კარგ შედეგს არ მოიტანს, ყოველგვარი რისკი უნდა გამოირიცხო. ამ ეტაპზე კაზემიროს არანაირ დატვირთვას არ ვაძლევ, ის ექიმების მეთვალყურეობისქვეშ იმყოფება.“

„ალვარო მორატა გუნდში დიდ როლს თამაშობს, ესპანელმა ფეხბურთელმა ბევრ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ ნაყოფიერად ირჯებოდა. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ხვალ, რადგან სასტარტო შემადგენლობის ფორმირება ჯერ-ჯერობით არ მომიხდენია.“

„პეპე ნამდვილი მადრიდისტაა. პორტუგალიელი ფეხბურთელი 10 წელია ესპანეთის დედაქალაქში ცხოვრობს და ძალიან ბედნიერია. მისი კონტრაქტი? ეჭვი არ მეპარება, საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით.“

„მე ვიყავი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი და ახლა ვარ მთავარი მწვრთნელი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს და ბედნიერს მხდის. ესპანეთის დედაქალაქში ცხოვრება და მსოფლიოს საუკეთესო კლუბის გაწვრთნა უდიდესი ბედნიერება და მოტივაციაა.“

„ლუკას ვასკესი ბრწყინვალე მოთამაშეა. მე ის ძალიან მიყვარს, როგორც პიროვნება და ფეხბურთელი. ესპანელი მოთამაშე შრომისუნარიანობას ყოველდღე ავლენს.“

„ტონი კროოსი მადრიდში წლების მანძილზე დარჩება, რაც სიმშვიდის საფუძველს მაძლევს, გერმანელ მოთამაშესთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა, ის ნახევარდაცვაში დიდ როლს ასრულებს.“

„ვფიქრობ, კლუბი კარგად არის ორგანიზებული და აბსოლუტურად ყველა განყოფილება სრულფასოვნად მუშაობს. დაინიშნება, თუ არა ახალი სპორტული დირექტორი პრეზიდენტის გადასაწყვეტია და არა ჩემი, აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ.“

„საკმაოდ სერიოზული და დიდი პრობლემები მაქვს და ყოველდღიურად ვფიქრობ, რომელი მოთამაშეებით ჩავანაცვლო ტრავმირებული ფეხბურთელები. მერწმუნეთ, ნახევარდაცვაში მოდრიჩის და კაზემიროს არყოფნა მთელი გუნდის თამაშზე აისახება.“

„თავდამსხმელის დამატება არაფერში გვჭირდებოდა. გვყავს კარიმ ბენზემა და ალვარო მორატა და არ უნდა დავივიწყოთ მარიანო. ბრაზილიელი ფეხბურთელი ბრწყინვალე ახალგაზრდაა. ჩვენ წინა ხაზში საკმაოდ ძლიერები ვართ.“

„„მარსელის“ ახალი პროექტი? ჩემი ფესვები საფრანგეთიდან მოდის და „მარსელს“ უდიდეს პატივს ვცემ. იმედი მაქვს, კლუბის აღმშენებლობა უმოკლეს ხანში მოხდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 ოქტომბერი 2016
  • 6056
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)