მოდრიჩი:„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია“

ლუკა მოდრიჩმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. დიდი მადლობა პრეზიდენტს პერესს და ყველა მადრიდელს. მუშაობას განვაგრძობ და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ.“

„საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში გამოვიყენებ. ფეხბურთი ისეთი რამ არის, სადაც ყოველთვის უნდა ისწავლო. ვეცდები კიდევ უფრო განვვითარდე და გუნდს გამოვადგე.“

„ტრავმის მოშუშების პროცედურა ბრწყინვალედ მიმდინარეობს. ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ იმისათვის, რომ მოედანზე დაბრუნება დროულად მოვახერხო. გუნდი ჩემ გარეშე მოწოდების სიმაღლეზე დგას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, ასეთ გრანდში არასდროს მითამაშია, ვინაიდან ერთადერთი და განუმეორებელია. ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა, მაგრამ ლა ლიგას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომელიც დიდი ხანია არ მოგვიგია.“

„ჩემპიონთა ლიგის მოგება 2-ჯერ მოვახერხე, მაგრამ მერწმუნეთ, „ლა დესიმას“ ემოციები შეუდარებელი იყო. მაშინ ნამდვილად ისეთი რამ განვიცადე, რაც არასდროს განმიცდია.“

„საკუთარ კლასში ეჭვი არასდროს შემიტანია. როდესაც „ტოტენჰემში“ ვთამაშობდი, ყველაფერი კარგად იყო აწყობილი, თუმცა ჩავთვალე, რომ ცვლილებების დრო მოვიდა, სწორედ ამიტომ გადავედი „რეალში“ და უდიდესი კონკურენციის დაძლევა მომიწია. საბედნიეროდ, დღეს ესპანეთში ვარ და გუნდისთვის საჭირო ფიგურად ვითვლები.“

„ზიდანთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის მხარს მიჭერს მაშინ, როდესაც მოედანზე ვარ და ახლა, როდესაც ტრავმას ვიშუშებ. ფრანგ ლეგენდას ჯერ კიდევ კარლო ანჩელოტის მმართველობის ეპოქიდან ვიცნობ, ვინაიდან ის ასისტენტი იყო.“

„იმედი მაქვს, ეს არ არის ჩემი ბოლო კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. არ ვიცი, სად დავასრულებ კარიერას, თუმცა „რეალი“ ჩემი ოცნების გუნდია.“

„მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის ვარ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ფიზიკურად არანაირი პრობლემა არ მაქვს. მიყვარს მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში.“

„მომავალს იმედის თვალით ვუყურებ და დარწმუნებული ვარ, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ კვლავაც ფეხბურთში დავრჩები. ნამდვილად არ ვიცი ვიქნები თუ არა მწვრთნელი, მაგრამ იმის თქმა თამამად შემიძლია, რომ სპორტის ეს სახე ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 ოქტომბერი 2016
  • 2080
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)