ზიდანი:„გუნდის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ“

„ლეგიასთან“ მატჩისწინ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდმა წინა მატჩი ფენომენალურად ჩაატარა. ეს იყო საოცარი წარმოდგენა და შედეგიც სახეზეა. 1-6 გავიმარჯვეთ და მოედანი ღირსეულად დავტოვეთ. კოლექტივი ინტენსიური და აგრესიული ფეხბურთით გამოირჩეოდა.“

„რატომღაც ამბობენ, რომ მადრიდის „რეალსა“ და „ლეგიას“ შორის დიდი განსხვავებაა და ესპანური გიგანტი ვარშავულ გუნდს მარტივად დაამარცხებს, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ჩემპიონთა ლიგაზე შემთხვევით ვერცერთი გუნდი ვერ ხვდება. მადრიდული გიგანტი მეტოქეს აფასებს და თვლის, რომ შანსი თანაბარია. ნუ გავიწყდებათ, რომ შეხვედრა 0-0-იდან იწყება და ყველაფერი შესაძლოა მოხდეს.“

„ფრანსუა ოლანდის განცხადება? ეს მისი პოზიციაა, რომელიც მე ნამდვილად არ მესიამოვნა, თუმცა აზრის ქონის უფლება ყველას აქვს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ბენზემა აუცილებლად მორგებდა „მამლების“ მაისურს. საფრანგეთს მისი დონის მოთამაშე არ ჰყავს.“

„ოლანდი პოლიტიკოსია, პოლიტიკა კი ფეხბურთთან ძალიან შორს არის. საფრანგეთში ეს ორი დარგი გამიჯნულია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პრეზიდენტის პოზიციას არ ვიზიარებ.“

„ხამესმა დაზიანება მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის. სასტარტო შემადგენლობის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ფორმირების პროცესში ვარ. შესაძლოა, „ათიანმა“ პირველივე წუთებიდან დაიწყოს.“

„ჩვენ გვჭირდება მეტი კონცენტრაცია, მეტი ინტენსივობა, ვარჯიში და მონდომება. სათამაშო დროის უქონლობა ზოგიერთ მოთამაშეზე დადებითად აისახება და საბოლოო ჯამში გაცილებით უფრო მონდომებულ შეგირდს ვხვდები, ზოგსაც პრობლემები ექმნება. ყველა ფეხბურთელს მოვუწოდებ თავდადებისკენ.“

„მოხარული ვარ, ისკო ალარკონის გამოსვლით, რომელმაც „ბეტისს“ ორი გოლი გაუტანა და გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ეჭვი არ მეპარება, ნახევარმცველი პროგრესს განაგრძობს, მისი ვარჯიშით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.“

„ასენსიომ ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მადრიდის „რეალისთვის“. ესპანელ ფეხბურთელს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ყოველდღე ნამდვილად არ ვესაუბრები.“

„ჯგუფურ ეტაპზე ქულების დაგროვება მნიშვნელოვანია. ხვალინდელ დაპირისპირებაში 3 ქულის მოპოვება ბევრ რამეს გადაწყვეტს.“

„ალვარო მორატას მუდამ სასტარტოში თამაში სურს და ამისთვის ბოლომდე იხარჯება, თუმცა ის აცნობიერებს, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა. ესპანელი ფორვარდი მოთმინებით აკვირდება სიტუაციას.“

„გულშემატკივრების გარეშე თამაში? მთავარია სტაბილურობა და უსაფრთხოება, დანარჩენს მე არ ვწყვეტ.“

„კარიმ ბენზემამ „ბეტისთან“ კარგად ითამაშა და კარის აღება შეძლო. ფრანგი ფორმაში ნელ-ნელა შედის. ოქტომბრის მეორე ნახევარი რთული იქნება, ვინაიდან ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში მოგვიწევს, რაც 9-იანის ფორმაში ჩადგომას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 ოქტომბერი 2016
  • 3708
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (124)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)