მარკოს ლორენტეს ყველაზე მეტი ართმევა აქვს

"მადრიდის რეალის" აღზრდილი მარკოს ლორენტე "ალავესში" თამაშობს და იდეალურად გამოიყურება.


"მადრიდის რეალმა" მარკოს ლორენტე "ალავესში" იმ მიზნით გაუშვა, რომ მას რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა და პირველ გუნდს დაბრუნებოდა კაზემიროს შემცვლელად. "ჩვენ გვინდოდა, რომ მიმდინარე სეზონში მას მინიმუმ 30 თამაში ეთამაშა" - განაცხადა ზიდანმა "ბორუსიასთან" თამაშის წინ. კასტილიელის სასტარტო ფორმა კი მეტყველებს, რომკ ის მზადაა "მადრიდის რეალის" ცენტრში თამაშისთვის. გარდა "ბარსელონასთან" და "ვალენსიასთან" დატოვებული ბრწყინვალე შთაბეჭდილებისა, ლა ლიგაში ის ართმევებში პირველობას არავის არ უთმობს. მის ანგარიშზე 56 ართმევაა.

გარდა ზემოთხსენებული ართმევისა, მას გამოარჩევს ასევე ის თვისებაც, რომ მის ანგარიშზე ნაკლები ბურთის დაკარგვაა (47). ყოველ 1 დაკარგულ ბურთზე 1,19 ართმეა მოდის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს თუ ავიღებთ.

თუ ამ მაჩვენებელს "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებისას შევადარებთ, მხოლოდ კაზემიროს აქვს საშუალოდ უფრო მეტი შეფარდება (1.22). მარკოს ლორენტე ჯაბნის კროსს (0,50) და მოდრიჩს (0,55), რომლებიც ბრაზილიელთან ერთად ზიზუს ფორმაციის გუნდში სასტარტოები არიან. კაზემიროს არყოფნის დროს კი ფრანგს უწევს ცენტრში კოვაჩიჩის (0,52) და ხამესის დაყენება, რაც მთლიანად გუნდის თამაშზეც აისახება.

ლორენტეს ბრწყინვალე სტარტმა აღაფრთოვნა მადრიდის მესვეურები და მოსალოდნელია, რომ ის მიმდინარე წლის იანვარში დაუბრუნდება კლუბს. არსებული კონტრაქტით ეს შეუძლებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ "ალავესთან" არსებულ კარგ ურთიერთობას, აღნიშნულის მოგვარებაც შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ზამთარში ფეხბურთელის დაბრუნება ვერ მოხერხდა, ის ივნისში აუცილებლად დაბრუნდება სახლში. dle 10.1

  • shvela
  • 30 სექტემბერი 2016
  • 2225
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)