კროოსი:„რონალდუს ცვლილებაში განსაკუთრებული არაფერია“

ტონი კროოსმა ზინედინ ზიდანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა...


„გერმანელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მათი თამაში მართლაც საოცარია. დარწმუნებული ვარ, ურთულესი ბრძოლა გველის, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. ნებისმიერ გუნდთან ვცდილობთ, მაქსიმუმის გამოვლენას და გამარჯვებას.

„სტადიონზე საოცარი განწყობა იქნება. ჩვენთვის „დორტმუნდი“ დიდი გამოწვევაა. ეს გუნდი საშინაო არენაზე საოცარ ფეხბურთს აჩვენებს და ამით გამოირჩევა. გერმანელებს აგრესიული თამაში უყვართ.“

„მწვრთნელი გადაწყვეტს, ვინ ითამაშებს და ვინ არა. შეუძლებელია, ყველა ფეხბურთელმა 60 თამაში ერთ დონეზე ჩაატაროს და მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.“

„კაზემირო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. ბრაზილიელი ძალიან გვაკლია, მაგრამ ვეცდებით, მისი არყოფნით გამოწვეული პრობლემები მოვაგვაროთ.“

„ესპანეთის ჩემპიონატი დღეს ყველაზე მაღალ დონეზე დგას, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანული გუნდები პროგრესირებენ. ლა ლიგისა და ბუნდესლიგის გუნდების დაპირისპირება ყოველთვის ძალიან საინტერესოა.“

„ბორუსია გერმანიაში რიგით მეორე გუნდია. საკმაოდ რთული მეტოქე გვყავს, რომელიც ბოლომდე დაიხარჯება.“

„ევროპის ჩემპიონატის გამო, კარგად ვერ დავისვენე და ფიზიკური თვალსაზრისით მცირე პრობლემები მქონდა, თუმცა გერმანელებთან საპაექროდ 100%-ით მზად ვარ.“
dle 10.1

  • Hala
  • 27 სექტემბერი 2016
  • 3228
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)