ზიდანი:„მე არ ვარ სულელი და კრიშტიანო ჭკვიანი“

ზინედინ ზიდანმა გერმანიაში პრესკონფერენცია გამართა...


„მაბედნიერებს ის, რომ სადაც არ უნდა ჩავიდეთ, ყველგან ფავორიტის სტატუსით ვსარგებლოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ვართ. გერმანიაში თამაში რთულია, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით.“

„იმედი მაქვს, კარგი მატჩი გამოვა, სისტემის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ. ყველა პაექრობა განსხვავებულია და სხვაგვარი მიდგომა სჭირდება. ჩემი აზრით, გუნდი „ბორუსიას“ დასამარცხებლად მზად არის.“

„ვხედავთ, რომ დორტმუნდელთა რიგებში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ფილოსოფია იგივე დარჩა. ამ კოლექტივში ახალგაზრდების დომინირება შეიმჩნევა, ეს არის სწრაფი და აგრესიული გუნდი, რომელიც თითოეულ დაპირისპირებაში ბოლომდე იხარჯება.“

„გადაწყვეტილებას იღებს მწვრთნელი. მე არ ვარ სულელი, კრიშტიანო რონალდუ კი ჭკვიანი. თითოეული მოთამაშე შეიძლება შეიცვალოს, როდესაც რაღაც სიახლეა საჭირო. რონალდუსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და არანაირი გაუგებრობა არ არსებობს.“

„ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და ვცდილობთ, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე.“

„ვინ დაიცავს კარს? გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. არ არის გამორიცხული, კეილორ ნავასი სასტარტოში ვიხილოთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ.“

„არავის სურდა, რომ შესაძლო 6-იდან მხოლოდ 2 ქულა აგვეღო და 4 ჰაერისთვის გაგვეტანებინა, თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება. შეცდომებზე ბევრს ვსწავლობთ.“

„თუ გერმანელებთან გამარჯვება გვსურს კონცენტრაცია გვმართებს, აუცილებელია, რომ ტემპი შევინარჩუნოთ და დაცვაში ყურადღებით ვიყოთ.“

„კაზემირო ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. სამწუხაროდ, ტრავმებს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ძალიან მალე დაბრუნდება და გუნდის დახმარებას შეძლებს, ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. შედარება მაკელელესთან? ეს აბსურდია.“

„ითამაშებს თუ არა BBC-ს ტრიო, ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. მოედანზე ის თერთმეტეული გავა, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მზად. არ ვარ სულელი და ის ადამიანი, რომელიც რაღაცას იგონებს. მე ვდგამ ქმედით ნაბიჯებს.“

„მარსელო გუნდს ძალიან სჭირდება, მის დაბრუნებას მოუთმენლად ველი. საბედნიეროდ, დაგვიბრუნდა ფაბიო კოენტრაუ, რომელიც კოლექტივს აუცილებლად დაეხმარება.“

„სისტემის შეცვლა შესაძლოა, თამაშის დროსაც მოვახდინო. ყველაფერს მატჩის პერიპეტიები გვაჩვენებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 სექტემბერი 2016
  • 10006
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (191)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)