"რეალი" ობამეიანგს შემდეგ გალაქტიკოდ მოიაზრებს

ბორუსია "დორტმუნდის" გაბონელი თავდამსხმელი, პიერ ემერიკ ობამეიანგი, უკვე რამდენიმე სეზონია გერმანულ კლუბში, უამრავი გოლის გატანას ახერხებს და მაგალითად წინა სეზონში, მან 49 მატჩში, 39-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი.


სწორედ ამ გასაოცარი სტატისტიკის გამო, "რეალი" წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს, განსაკუთრებით დაინტერესებული იყო გაბონელი ფეხბურთელით.

ახლა კი როდესაც ობამეიანგმა 6 თამაშში, 6 გოლი გაიტანა, "ლოს ბლანკოსის" ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და საფრანგეთში დაბადებული თავდამსხმელი, შესაძლოა სამეფო კლუბის გალაქტიკოების სიაში, უკვე მაღალ ადგილს იკავებდეს.

როგორც ვიცით, "დორტმუნდი" და "რეალი" ერთმანეთს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდებიან და წესით და რიგით, მთავარი პრობლემების შემქმნელი ჩვენს საჯარიმოში, ობამეიანგი იქნება, რომელმაც ბოლო 10 დღის განმავლობაში, 4 გოლის გატანა შეძლო: "ლეგიის", "ვოლვსბურგისა" და "ფრაიბურგის" წინააღმდეგ.

სპორტული ვებსაიტი AS, ოფიციალურად გაესაუბრა "დორტმუნდის" თავდამსხმელს და როდესაც გაბონელს, "რეალში" გადასვლის შესახებ კითხვა დაუსვეს, მან შემდეგნაირი კითხვას, შემდეგნაირი პასუხი გასცა: "ამაზე საუბარს არ ვაპირებ."

მიუხედავად იმისა, რომ გაბონელს ამ თემაზე საუბარი არ სურს, მან ამავე წლის თებერვალში, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ასეთი განცხადება გააკეთა: "სანამ იგი გარდაიცვლებოდა, 2014 წელს, ბაბუაჩემს დავპირდი, რომ ერთ დღესაც, მადრიდში ვითამაშებდი."

ახლა კი ჩვენ უკვე მოცდაღა დაგვრჩენია და იმის ნახვა, მოახერხებს თუ არა "რეალი" გაბონელის გუნდში გადმოყვანას.

AS.COM dle 10.1

  • Alonso
  • 25 სექტემბერი 2016
  • 3336
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)