ზიდანი:„რონალდუ შესაცვლელი იყო“

ზინედინ ზიდანმა „ლას პალმასთან“ წარუმატებლობის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მიუხედავად იმისა, რომ 3 ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ, ბიჭებით აქტიურობით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებს ინტენსიური და აგრესიული თამაშის ჩვენება ვთხოვე და მათი მხრიდან ნამდვილად სჩანდა მონდომება. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მხოლოდ 1 ქულას დავჯერდით. პირველ ნახევარში რამდენიმე მომენტი შევქმენით, მაგრამ არ გაგვიმართლა.“

„თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა, ძალიან დიდ უპირატესობას ვფლობდით, რაც მომენტებშიც აისახებოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში პრობლემები იქმნებოდა.“

„ვაგრძელებთ რთულ მუშაობას და ვარჯიშებს, დანებებას არ ვგეგმავთ, წინ ვიხედებით.“

„მეტოქის მეორე გოლი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 90 წუთის მანძილზე უდიდესი ყურადღება გვმართებს. მოშვება არ შეიძლება, სხვაგვარად აუცილებლად დაისჯები.“

„ახლა ისღა დაგვრჩენია ვარჯიშები კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით განვაგრძოთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურისთვის მოვემზადოთ. მერწმუნეთ, „ბორუსიას“ წინააღმდეგ ასპარეზობა იოლი არ არის, ამიტომ შრომა გვმართებს.“

„ვიხილეთ ორი სხვადასხვა გუნდი, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ ჩემი კოლექტივი გახლდათ, კონცენტრაციით და მის გარეშე. მოდუნება არასდროს შეიძლება და ამას შეგირდებს ყოველთვის ვეუბნები.“

„კრიშტიანო რონალდუ შესაცვლელი იყო. ვფიქრობ, სწორედ მაშინ გამოვიყვანე მოედნიდან, როდესაც საჭიროებამ მოითხოვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრისტმა ტრავმა სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა და მუდმივად 90 წუთი ვერ დავტვირთავ, თანაც იმ ფონზე, რომ სამშაბათს ძალიან დაგვჭირდება.“

„გუნდი სწორ გზაზე დგას და სიმშვიდეს ინარჩუნებს, ვერცერთი კრიტიკოსი ვერ შეძლებთ ჩვენს განერვიულებას.“

„ალვარო მორატას და კარიმ ბენზემას ერთად თამაში ძალიან კარგად გამოსდით. საჭიროების შემთხვევაში ორივე ფორვარდს გამოვიყენებ.“

„ის, რაც „ლას პალმასმა“ გააკეთა დასაფასებელია. ვფიქრობ, ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს, ვინაიდან ბოლომდე იბრძვის და არასდროს ნებდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 სექტემბერი 2016
  • 3528
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)